დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №156/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 191/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 29/12/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 30/12/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220090000.18.011.016664 |
|
„მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №156/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №156/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 03/09/2020; ს/კ: 220090000.18.011.016495) დამტკიცებული წესის 31-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საგადახდო მომსახურების პროვაიდერი (ემიტენტი და ექვაირერი) ვალდებულია არაუგვიანეს 2024 წლის 1 იანვრისა უზრუნველყოს ელექტრონული კომერციის ოპერაციების ამ წესის მოთხოვნების დაცვით შესრულება.“; ბ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია, ამ წესის მე-20 მუხლით განსაზღვრული მონიტორინგის მექანიზმების დანერგვამდე, საბარათე გადახდის ოპერაციების შემთხვევაში – არაუგვიანეს 2024 წლის 1 იანვრისა, ხოლო სხვა გადახდის ოპერაციების შემთხვევაში – არაუგვიანეს 2023 წლის 1 ივნისისა, რისკის დონე შეაფასოს არსებული გამოცდილების, მათ შორის, მომხმარებლების საჩივრების გათვალისწინებით. მონიტორინგის მექანიზმების დანერგვის შემდეგ საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია ნებისმიერი ოპერაციის რისკის დონე გადააფასოს ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად. 8. 2025 წლის 1 იანვრამდე, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მომხმარებელთან სახელშეკრულებო ურთიერთობისა და მომხმარებლის მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე შეამოწმოს მომხმარებლის მიერ მითითებული აბონენტის ნომრით ან სხვა იდენტიფიკატორით საყოფაცხოვრებო მომსახურების ორგანიზაციებთან არსებული დავალიანება და განახორციელოს გადახდის ოპერაციის ინიციირება არაუმეტეს დავალიანების ოდენობის თანხისა. აღნიშნული თანხმობის გაცემა და გაუქმება უნდა განხორციელდეს მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციით. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია მომხმარებელს მიაწოდოს მომსახურება, თუ მომხმარებელმა შესაძლო ვარიანტებიდან თავად აირჩია თანხმობის მოქმედების ვადა ან გასცა თანხმობა განუსაზღვრელი ვადით და განსაზღვრა თანხის ზედა ზღვარი. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მონიტორინგის მექანიზმის მიმართ არ მოქმედებს ამ წესის მე-20 მუხლით განსაზღვრული გადახდის ოპერაციის თანხობრივი სიდიდიდან გამომდინარე მოთხოვნები.“; გ) მე-14 და მე-15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. 2023 წლის 1 ივნისიდან ამ წესის მე-12, მე-14–მე-20 მუხლებით (გარდა საბარათე გადახდის ოპერაციების მიმართ) განსაზღვრული გამონაკლისებით სარგებლობისათვის საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია დანერგილი ჰქონდეს ამ წესით გათვალისწინებული შესაბამისი მონიტორინგის მექანიზმი, ხოლო საბარათე გადახდის ოპერაციების მიმართ იმავე მუხლებით განსაზღვრული გამონაკლისებით სარგებლობისთვის – არაუგვიანეს 2024 წლის 1 იანვრისა. 15. ამ წესის მე-5 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული პირველი აუდიტი უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2024 წლის 1 იანვრისა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 30 დეკემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები