დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების და სათამაშო ბიზნესის ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2020 წლის 7 აგვისტოს, №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33 |
| დოკუმენტის მიმღები | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/12/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.159.016521 |
|
,,მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების და სათამაშო ბიზნესის ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2020 წლის 7 აგვისტოს, №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქრთველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ პუნქტის ,,დ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ პუნქტი ,,გ.დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების და სათამაშო ბიზნესის ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2020 წლის 7 აგვისტოს, N19 დადგენილების დანართი N1-ში (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge; გამოქვეყნების თარიღი: 11/08/2020; სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.159.016424) და,
1. დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს რედაქციით: ,,1. მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის განისაზღვროს: ა) ქალაქ მარნეულის ტერიტორიაზე: ა.ა) კომერციული და მრავალბინიანი დანიშნულების ობიექტებისათვის – 5,0 ლარი; ა.ბ) ინდივიდუალური და სააგარაკო სახლებისათვის (დამხმარე ნაგებობა, ავტოფარეხი, საქონლის სადგომი და სხვა) – 2,0 ლარი. ბ) მარნეულის მუნიციპალიტეტის სხვა დანარჩენ ტერიტორიაზე: ბ.ა) კომერციული დანიშნულების ობიექტებისათვის – 3,0 ლარი; ბ.ბ) ინდივიდუალური და სააგარაკო სახლებისათვის (დამხმარე ნაგებობა, ავტოფარეხი, საქონლი სადგომი და სხვა) – 1,0 ლარი; ბ.გ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი – 4,0 ლარი. გ) ხაზობრივ ნაგებობებზე თითოეული გრძივი მეტრისათვის: გ.ა) II, III კატეგორიის ნაგებობებზე – 1,0 ლარი; გ.ბ) IV კატეგორიის ნაგებობებზე – 0,50 ლარი;“. 2. დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს რედაქციით: ,,3. „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრული საერთაშორისო და შიდა სახელმწიფო მნიშვნელობის საავტომობილო გზების მიმდებარედ კომერციული დანიშნულების ობიექტის მშენებლობისათვის (მშენებლობა, რომელიც საჭიროებს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შეთანხმებას), მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი განისაზღვროს: ა) ქალაქ მარნეულის ტერიტორიაზე – 5,0 ლარი; ბ) მარნეულის მუნიციპალიტეტის სხვა დანარჩენ ტერიტორიაზე – 4,0 ლარი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 01 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები