დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სივრცითი მოწყობის გენერალური სქემის „საქართველო 2030“ შემუშავების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 მარტის №89 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 604 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/12/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.10.003.023815 |
|
„საქართველოს სივრცითი მოწყობის გენერალური სქემის „საქართველო 2030“ შემუშავების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 მარტის №89 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სივრცითი მოწყობის გენერალური სქემის „საქართველო 2030“ შემუშავების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 მარტის №89 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/03/2015, 010220020.10.003.018474) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის „საქართველო 2030-ის“ შემუშავების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“. 2. პირველი, მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე-15, მე-16, მე-18 და მე-19 მუხლების შესაბამისად, საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის − „საქართველო 2030“-ის“ კანონმდებლობით დადგენილი წესით შემუშავებისა და დამტკიცების ხელშეწყობის/კოორდინაციის მიზნით, შეიქმნას სამთავრობო კომისია (შემდგომში − კომისია) შემდეგი შემადგენლობით: 1. საქართველოს პრემიერ-მინისტრი − კომისიის თავმჯდომარე; 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოს ვიცე-პრემიერი − კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; 3. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი საქართველოს ვიცე-პრემიერი; 4. საქართველოს იუსტიციის მინისტრი; 5. საქართველოს ფინანსთა მინისტრი; 6. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი; 7. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი; 8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი; 9. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი; 10. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი; 11. საქართველოს თავდაცვის მინისტრი; 12. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი; 13. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი; 14. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე; 15. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე; 16. ყოფილი სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ხელმძღვანელი; 17. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი; 18. სსიპ − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსი. მუხლი 2. კომისიამ უზრუნველყოს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის „საქართველო 2030-ის“ კანონმდებლობით დადგენილი წესით შემუშავებისა და დამტკიცების ხელშეწყობა/კოორდინაცია. მუხლი 3. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის „საქართველო 2030“ შემუშავების სამთავრობო კომისიის დებულება“.“. 3. დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის „საქართველო 2030“ შემუშავების სამთავრობო კომისიის დებულება“. 4. დანართის: ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის „საქართველო 2030-ის“ (შემდგომში – გეგმა) შემუშავების კომისია (შემდგომში – კომისია) შექმნილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“; ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. კომისიის მიზანი, ფუნქციები და ამოცანები 1. კომისიის მიზანია, უზრუნველყოს გეგმის კანონმდებლობით დადგენილი წესით შემუშავებისა და დამტკიცების ხელშეწყობა/კოორდინაცია. 2. კომისიის ფუნქციები და ამოცანებია: ა) გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების ხელშეწყობა/კოორდინაცია; ბ) გეგმის შემუშავების მიზნით, სამდივნოსა და სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული წინადადებებისა და რეკომენდაციების განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება.“; გ) მე-3 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) განახორციელოს დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდინაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, გეგმის შექმნისა და განვითარების საკითხებზე სახელმწიფო ორგანოებში პროექტების ინიციირებისა და იმპლემენტაციისას; გ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სხვა ორგანიზაციებიდან გამოითხოვოს და მიიღოს მისი საქმიანობისათვის აუცილებელი ინფორმაცია.“; დ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფას ახორციელებს კომისიის სამდივნო, რომლის ფუნქციას ასრულებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები