დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებისათვის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსით” გაუთვალისწინებელი ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 34/2003 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 22/10/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 122, 23/10/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.190.020.13.007.006.153 |
სახელმწიფო სარგეისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.153
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო
კომისიის დადგენილება №34/2003
2003 წლის 22 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებისათვის საქართველოს საარჩევნო კოდექსით გაუთვალისწინებელი ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი I
2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების არჩევნების, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში შეტანილ იქნეს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” გაუთვალისწინებელი შემდეგი მონაცემები:
ა) საუბნო პროპორციულ და საუბნო მაჟორიტარულ ოქმებში:
1. დაუდგენელი ნიმუშის სპეციალური კონვერტების რაოდენობა;
2. მათ შორის ბათილი, სხვა საარჩევნო უბნისათვის განკუთვნილი ბიულეტენების რაოდენობა (ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობის შემდეგ);
ბ) საოლქო პროპორციულ და საოლქო მაჟორიტარულ ოქმებში:
1. დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენების რაოდენობა;
2. დაუგენელი ნიმუშის სპეციალური კონვერტების რაოდენობა;
3. მათ შორის, ბათილი, სხვა საარჩევნო უბნისათვის განკუთვნილი ბიულეტენების რაოდენობა (ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობის შემდეგ).
მუხლი II
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი III
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ნანა დევდარიანი
კომისიის მდივანი გიორგი მიქანაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები