დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 იანვრის N3 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/12/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.163.016579 |
|
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 იანვრის №3 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 იანვრის №3 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 31/01/2022, 010250050.35.163.016559).
1. დადგენილების დანართით დამტკიცებული „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის“ მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ზამთრის სეზონზე ოჯახების სათბობით უზრუნველსაყოფად დაფინანსების ქვეპროგრამა: ზამთრის სეზონზე სათბობით უზრუნველსაყოფად, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახების, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, კომუნალური გადასახადების (ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია) სუბსიდირება განხორციელდება მიმდინარე წლის 15 ოქტომბრიდან, თითოეულ ოჯახზე 100 ლარის ოდენობით. ქვეპროგრამით სარგებლობის მიზნით განცხადებების მიღება დაიწყება მიმდინარე წლის აგვისტოს თვიდან. ანგარიშსწორება მოხდება ბუნებრივი აირის/ელექტროენერგიის მიმწოდებელი/სადისტრიბუციო კომპანიის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით, წლის განმავლობაში ერთჯერადად. ა) ქვეპროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა.ა) განცხადება; ა.ბ) პირადობის მოწმობის ასლი; ა.გ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ; ა.დ) შესაბამისი მომსახურების განმახორციელებელი კომპანიის ქვითარი.“. 2. დადგენილების დანართით დამტკიცებული „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის“ მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი: „12. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამა: ქვეპროგრამა ითვალისწინებს კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ან/და ფაქტობრივად ცხოვრობენ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, პირველადი საჭიროებებით უზრუნველყოფას წელიწადში ერთჯერადად. ქვეპროგრამის ფარგლებში შესყიდული საქონლის ან/და სამუშაოს ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 2000 ლარს. განსაზღვრული საქონლის, სამუშაოს ან/და თანმდევი მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ა) ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა.ა) ერთ - ერთი მშობლის (მეურვე/მზრუნველი) განცხადება; ა.ბ) მეურვეობის/მზრუნველობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ა.გ) ერთ - ერთი მშობლის (მეურვე/მზრუნველი) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი/ასლები; ა.დ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი/ასლები; ა.ე) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ცნობა ფაქტიური საცხოვრებელი ადგილის შესახებ; ა.ვ) თელავის თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების დასკვნა ოჯახის შეფასების შესახებ; ა.ზ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულების შესახებ; სარეიტინგო ქულა არ უნდა აღემატებოდეს 100 000-ს (აუცილებელია ამონაწერში ფიქსირდებოდეს ბავშვის/ბავშვების მონაცემები); ა.თ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია.“. 3. დადგენილების დანართით დამტკიცებული „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ქვეპროგრამით სარგებლობის მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაცია: გ.ა) ბენეფიციარის ან მისი წარმომადგენლის განცხადება; გ.ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ.გ) ქვეპროგრამით განსაზღვრული სამიზნე კატეგორიის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა); გ.ე) დასაფინანსებელ მომსახურებაზე სახელმწიფო პროგრამის, ან კერძო დაზღვევის ფარგლებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გაცემული დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტი; გ.ვ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია (მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაცემული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, დავალიანების ცნობა და სხვა).“. 4. დადგენილების დანართით დამტკიცებული „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მედიკამენტების დაფინანსების ქვეპროგრამა: ქვეპროგრამით მოსარგებლე სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ: სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილია თელავის მუნიციპალიტეტი და მათი მოქმედი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს; თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული: მარტოხელა მშობლები; 18 წლამდე ასაკის ბავშვები; მარჩენალდაკარგულები; მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები; იძულებით გადაადგილებული პირები; 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის შედეგად დაზარალებულები; ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები. ქვეპროგრამით სარგებლობა შესაძლებელია წლის განმავლობაში ერთჯერადად. დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება არა უმეტეს 300 ლარით. ა) ქვეპროგრამით სარგებლობის მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა.ა) ბენეფიციარის ან მისი წარმომადგენლის განცხადება; ა.ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ა.გ) ქვეპროგრამით განსაზღვრული სამიზნე კატეგორიის დამადასტურებელი დოკუმენტი“; ა.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა); ა.ე) მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაცემული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი; ა.ვ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია.“. 5. დადგენილების დანართით დამტკიცებული „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის“ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ონკოლოგიური დაავადების მქონე ბენეფიციარები დაფინანსდებიან ლიმიტირებული თანხის ფარგლებში, რომლის ოდენობა შეადგენს 1800 ლარს. ლიმიტის გამოყენება შესაძლებელია საჭიროებისამებრ წლის განმავლობაში რამდენჯერმე, სხვადასხვა სახის სამედიცინო (სტაციონარული, ოპერაციული ან/და ამბულატორიული) მომსახურების, მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების ან/და სამედიცინო დანიშნულების დამხმარე საშუალებების დასაფინანსებლად; ბ) ქვეპროგრამით სარგებლობის მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ბ.ა) ბენეფიციარის ან მისი წარმომადგენლის განცხადება; ბ.ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ბ.გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა); ბ.დ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია (მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაცემული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, დავალიანების ცნობა და სხვა).“. 6. დადგენილების დანართით დამტკიცებული „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის“ მე-5 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. კოხრეალური იმპლანტის მომხმარებელთა თანადაფინანსების ქვეპროგრამა: ქვეპროგრამა ითვალისწინებს თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სმენადაქვეითებული/კოხრეალური იმპლანტის მომხმარებელ ბავშვთა შიდა იმპლანტზე მიმაგრებული გარე მეტყველების პროცესორის ღირებულების თანადაფინანსებას. თანადაფინანსების ოდენობა თითოეულ ბენეფიციარზე განისაზღვრება 6 000 ლარით. ა) ქვეპროგრამით სარგებლობის მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა.ა) ბენეფიციარის წარმომადგენლის განცხადება; ა.ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ა.გ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან დაბადების მოწმობის ასლი; ა.დ) ბენეფიციარის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; ა.ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა); ა.ვ) მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაცემული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი; ა.ზ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია.“. 7. დადგენილების დანართით დამტკიცებული „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის“ მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8. აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის დაფინანსების ქვეპროგრამა: ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს მიეკუთვნება: დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) განვითარების ზოგადი აშლილობების (F84.0- F84.9) ჯგუფის დიაგნოზის მქონე 2-დან 18 წლამდე ასაკის თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები, ასევე ქვეპროგრამის მოქმედება ვრცელდება ამავე ტერიტორიაზე მოქმედ მცირე საოჯახო ტიპის სახლებსა და მინდობით აღზრდაში მყოფ ბავშვებზე. ა) ქვეპროგრამით სარგებლობის მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა.ა) წერილობითი განცხადება; ა.ბ) დაბადების მოწმობის ასლი; ა.გ) მშობლის ან წარმომადგენელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ა.დ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - ფორმა №IV100/ა; ა.ე) მიმწოდებლის მიერ გაცემული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი. 7 წლამდე ასაკის ბენეფიციარების დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება არა უმეტეს 1200 ლარით, ხოლო 7-დან 18 წლამდე ასაკის ბენეფიციარების დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება არა უმეტეს 2400 ლარით. ქვეპროგრამის ბენეფიციარს რეაბილიტაციის კურსი დაუფინანსდება ადმინისტრაციულ დაპირებაში მითითებული ფიქსირებული თანხით. ქვეპროგრამის ფარგლებში გასაცემი ადმინისტრაციული დაპირების მოქმედების ვადა განისაზღვრება მიმდინარე საბიუჯეტო წლით.“. 8. დადგენილების დანართით დამტკიცებული „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის“ მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: „9. მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისა და შშმ ბავშვებისათვის ჰიგიენური და სამედიცინო დანიშნულების დამხმარე საშუალებების დაფინანსების ქვეპროგრამა: ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს მიეკუთვნება: თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მკვეთრად გამოხატული შშმ პირები და შშმ ბავშვები, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით ესაჭიროებათ ჰიგიენური და სამედიცინო დანიშნულების დამხმარე საშუალებების შეძენა. ქვეპროგრამით სარგებლობა შესაძლებელია კვარტალურად; დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება ყოველ კვარტალში 300 ლარის ფარგლებში. ა) ქვეპროგრამით სარგებლობის მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა.ა) ბენეფიციარის ან მისი წარმომადგენლის განცხადება; ა.ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ა.გ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; ა.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა); ა.ე) მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაცემული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი; ა.ვ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია; ა.ზ) განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს არა უგვიანეს ყოველი შესაბამისი კვარტლის დასრულებამდე.“. 9. დადგენილების დანართით დამტკიცებული „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის“ მე-6 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. განცხადება არ დაკმაყოფილდება იმ შემთხვევაში, თუ: ა) ბენეფიციარი არ მიეკუთვნება შესაბამისი ქვეპროგრამით გათვალისწინებულ სამიზნე ჯგუფს; ბ) სამედიცინო დაწესებულების წინაშე არსებული დავალიანების დასაფარად განაცხადი შემოსულია მომსახურების დასრულებიდან 30 კალენდარული დღის შემდგომ; გ) განცხადების შესწავლის პროცესში ან ადმინისტრაციული დაპირების გაცემამდე ბენეფიციარი გარდაიცვალა; დ) ბენეფიციარი ითხოვს მკურნალობის საზღვარგარეთ დაფინანსებას.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ჯანდაცვის ქვეპროგრამების ფარგლებში დასაფინანსებელი თანხის ოდენობა განისაზღვრება სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემულ მიმართვაში მითითებული თანხის ან კერძო სადაზღვევო კომპანიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ მითითებული თანხის შესაბამისად. თუ სააგენტოდან წარმოდგენილი დუკუმენტის საფუძველზე ირკვევა, რომ მოთხოვნილი მომსახურება არ ფინანსდება, მაშინ დაფინანსება მოხდება სამედიცინო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად.“; გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, თელავის მუნიციპალიტეტის მერია გასცემს ადმინისტრაციულ დაპირებას, ხოლო დავალიანების არსებობის შემთხვევაში, ანგარიშსწორებას მოახდენს მე-5 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესის შესაბამისად.“; დ) მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) „მედიკამენტების დაფინანსების ქვეპროგრამის“ და „მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისა და შშმ ბავშვებისათვის ჰიგიენური და სამედიცინო დანიშნულების დამხმარე საშუალებების დაფინანსების ქვეპროგრამის“ ფარგლებში გაცემული ადმინისტრაციული დაპირების საფუძველზე გაწეული მომსახურების წარმოდგენის ვადა შეადგენს ადმინისტრაციული დაპირების გაცემიდან არაუგვიანეს 30 კალენდარულ დღეს.“. 10. ამოღებულ იქნეს დადგენილების დანართით დამტკიცებული „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის“ მე-6 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები