დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №240 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 125 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/05/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 74, 19/05/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/02/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.030.000.10.003.001.070 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №125
2008 წლის 15 მაისი
ქ. თბილისი
,,საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №240 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №240 დადგენილებით (სსმ III, 2006 წელი, №172, მუხლი 2315) დამტკიცებული ,,საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ“ ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) საწყობის საქმიანობის გარანტიის უზრუნველსაყოფად – საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ოდენობის შემოსავლების სამსახურისათვის მისაღები საბაჟო გარანტია;“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები