„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეთა კვების ულუფის ფინანსური კომპენსაციის და ერთჯერადი ფულადი დახმარებების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის N780 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეთა კვების ულუფის ფინანსური კომპენსაციის და ერთჯერადი ფულადი დახმარებების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის N780 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 432
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/12/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.017644
432
28/12/2022
ვებგვერდი, 29/12/2022
190040000.22.033.017644
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეთა კვების ულუფის ფინანსური კომპენსაციის და ერთჯერადი ფულადი დახმარებების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის N780 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №432

2022 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეთა კვების ულუფის ფინანსური კომპენსაციის და ერთჯერადი ფულადი დახმარებების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის №780 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეთა კვების ულუფის ფინანსური კომპენსაციის და ერთჯერადი ფულადი დახმარებების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის N780 ბრძანებაში (სსმ III, 30.11.2009, №147, მუხლი 1728) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეთათვის კომპენსაციის, დანამატისა და ერთჯერადი ფულადი დახმარებების შესახებ“.

2. პირველი მუხლის მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის იმ თანამშრომლისთვის, რომელსაც სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად უწევს ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა და გადაადგილება სხვა მუნიციპალიტეტში, საგამოძიებო სამსახურის უფროსი უფლებამოსილია გასცეს  კომპენსაცია საცხოვრებელი ფართობის დაქირავების უზრუნველყოფისთვის, შემდეგი ოდენობის ფარგლებში:

ა) გორის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისთვის – არაუმეტეს 800 ლარი;

ბ) ახალციხის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისთვის – არაუმეტეს 700 ლარი;

გ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისთვის – არაუმეტეს 1200 ლარი;

დ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისთვის – არაუმეტეს 1700 ლარი;

ე) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისთვის – არაუმეტეს 1200 ლარი;

ვ) თელავის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისთვის – არაუმეტეს 800 ლარი;

ზ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისთვის – არაუმეტეს 700 ლარი;

თ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისთვის – არაუმეტეს 1200 ლარი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი