დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 28 იანვრის №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 878 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/01/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/01/2023 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/10/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.027.017368 |
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 28 იანვრის №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 28 იანვრის №56 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 29/01/2015, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016561) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი; ბ) იურიდიული ტრენინგების დეპარტამენტი; გ) სოციალური ტრენინგების დეპარტამენტი; დ) პროფესიული ტრენინგების დეპარტამენტი; ე) პენიტენციური ტრენინგების დეპარტამენტი; ვ) ტესტის შექმნის დეპარტამენტი; ზ) ტესტირების კოორდინაციის დეპარტამენტი; თ) პროექტების მართვის დეპარტამენტი; ი) ფინანსური დეპარტამენტი; კ) მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი; ლ) სერტიფიკაციის დეპარტამენტი.“. 2. მე-6−151 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. ადმინისტრაციული დეპარტამენტი 1. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ამოცანებია: ა) ცენტრის ადამიანური რესურსების რესურსების ეფექტიანად მართვის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება, თანამშრომელთა შერჩევისა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტების პროექტების მომზადება; ბ) ცენტრის დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა; გ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ცენტრში შემოსული განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; დ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ე) ცენტრის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამოცანების შესრულების მიზნით, ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) ცენტრის ადამიანური რესურსების ეფექტიანად მართვის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; ბ) ცენტრში კანონმდებლობით დადგენილი წესით ვაკანტური თანამდებობების მოთხოვნებთან შესაბამისი კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების მქონე ადამიანური რესურსის მოზიდვა, შერჩევა-დაქირავების პროცესის ორგანიზება და მართვა ცენტრის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად; გ) ცენტრში სტაჟიორების შერჩევის, მიღების და მათ მიერ სტაჟირების გავლის უზრუნველყოფა; დ) ახალი თანამშრომლის სამუშაო გარემოში ადაპტირების ხელშეწყობა; ე) ცენტრის თანამშრომელთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულებისა და მივლინების შესახებ დოკუმენტების პროექტების მომზადება; ვ) თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება და შენახვა; ზ) ადამიანური რესურსების შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნა და ადმინისტრირება; თ) ცენტრის შრომის შინაგანაწესისა და მასში ცვლილების პროექტების შემუშავება; ი) სამუშაო აღწერილობების და საქმიანობის ინსტრუქციების მომზადება/განახლება; კ) ცენტრის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებასთან, პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა; თანამშრომელთა ტრენინგების საჭიროების კვლევა, ტრენინგების გეგმის შედგენა, ხელმძღვანელობასთან შეთანხმება და მათი ჩატარების ორგანიზება; ლ) თანამშრომელთა პროფესიული და კარიერული განვითარების, შეფასების, დაწინაურების, მატერიალური და არამატერიალური წახალისების, აგრეთვე სხვა პროცედურების და სისტემების შემუშავება, დანერგვა და დახვეწა; მ) თანამშრომელთა მოტივირების, შრომითი კმაყოფილების ზრდისა და ორგანიზაციული ერთგულების გაღრმავების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზება; ნ) თანამშრომელთა გუნდური მუშაობის პროცესის განვითარებისთვის ღონისძიებების ორგანიზება; ო) თანამშრომელთა მიერ შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებით დასმული საკითხების განხილვა და შესაბამისი რეაგირება; პ) სამოქალაქო თავდაცვისა და სამხედრო სამობილიზაციო საქმიანობის განხორციელება; ჟ) თანამშრომელთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა; რ) ცენტრის შენობისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ქონების დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ს) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე საჯარო დაწესებულებების, იურიდიული პირების, აგრეთვე, მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; პირველადი საკონსულტაციო მხარდაჭერა; ტ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება; ცენტრის საუწყებო არქივში დაცული მასალების გაცნობისა და ასლების გაცემის უზრუნველყოფა; უ) ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოსა და ტერიტორიული წარმომადგენლობების მომხმარებელთა მაღალი ხარისხის საკორესპონდენციო და პირველადი საკონსულტაციო მომსახურებით უზრუნველყოფა; ფ) ცენტრის დოკუმენტბრუნვის მართვა; კორესპონდენციის მიღება, დარეგისტრირება, დახარისხება და ადრესატისთვის მიწოდება; ქ) კომპეტენციის სფეროში შემავალი განცხადებების განხილვა და მათზე რეაგირება, ხოლო, სხვა შემთხვევაში, - შემოსული კორესპონდენციის სათანადო ადრესატთან გადამისამართება; ღ) დოკუმენტბრუნვის ელექტრონული პროგრამის ფუნქციონირების საკითხზე კონსულტაციების გაწევა; ყ) ცენტრის საქმიანობით დაინტერესებული პირების ცენტრის თანამშრომლებთან შეხვედრების ორგანიზება; შ) ცენტრის დირექტორისა და მისი მოადგილის მითითებათა და ცალკეულ დავალებათა შესრულება; ჩ) ცენტრის სხვა ფუნქციების შესრულების უზრუნველყოფა, რომელიც არ განეკუთვნება ცენტრის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოს ფუნქციებს; ც) იურიდიული და სხვა დარგობრივი ლიტერატურის, სახელმძღვანელოების (მათ შორის, ნათარგმნი ტექსტების), აგრეთვე, საბიბლიოთეკო რესურსის დროული დამუშავება საბიბლიოთეკო სტანდარტების შესაბამისად; მათი ელექტრონულ კატალოგში აღწერა/მართვა და პერიოდული ინვენტარიზაცია, განახლება; მოსამსახურეთათვის მასალის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. 3. ადმინისტრაციულ დეპარტამენტში, სხვა თანამშრომლებთან ერთად, შედის მთავარი იურისტი, რომელიც უზრუნველყოფს: ა) ცენტრის სამართლებრივ მომსახურებას; ბ) ცენტრის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული საჩივრების განხილვას და სასამართლო დავებზე ცენტრის წარმომადგენლობას; გ) ცენტრის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით სასამართლო დავების ანალიზს, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას, აღრიცხვას და ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნას; დ) შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას და ვიზირებას; ე) ცენტრის სახელი დასადები ხელშეკრულებების (გარდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებისა) მომზადებას და ხელმოწერის პროცესის ორგანიზებას; ვ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას; ზ) ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით სხვა დოკუმენტაციის მომზადებას. მუხლი 7. იურიდიული ტრენინგების დეპარტამენტი 1. იურიდიული ტრენინგების დეპარტამენტის ამოცანებია: ა) სამართლებრივ საკითხებზე ტრენინგების მიმართულების განვითარება; ბ) სამართლებრივი რეფორმების მხარდაჭერის მიზნით შესაბამისი ტრენინგ-პროგრამების შემუშავება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამოცანების შესრულების მიზნით, დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სწავლების მეთოდოლოგიის შემუშავება, მისი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და სასწავლო პროცესის ორგანიზება; ბ) ცენტრის სხვა დეპარტამენტებთან ერთად ტრენინგის პროექტების, სასწავლო გეგმების, სასწავლო პროგრამების, სასწავლო მასალების, მეთოდური სახელმძღვანელოების, სწავლების პროცესში გამოსაყენებელი სტანდარტული ფორმების შემუშავება და მათი სრულყოფის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; გ) ტრენერთა შერჩევა, მომზადებისა და გადამზადების პროცესების ორგანიზება; დ) ტრენინგის მონაწილეთა შეფასების სისტემის შემუშავება და წარმოება; ე) სასწავლო პროცესის მონიტორინგი და ხარისხობრივი კონტროლის განხორციელება; ვ) სასწავლო და სხვა სახის პროექტების შემუშავება და დაგეგმვა; მიმდინარე პროექტების განხორციელების მონიტორინგი; პროექტების განვითარებასთან დაკავშირებული რისკების გამოვლენა, შეფასება და პროექტების განხორციელების შედეგების ანგარიშების მომზადება; ზ) სწავლებების, სემინარების, კონფერენციების და სხვა სასწავლო პროგამების (პროექტების) დასრულების შემდეგ შესაბამისი სერტიფიკატების გაცემა; თ) დეპარტამენტის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით პერიოდული ანგარიშების და ანალიტიკური მასალის მომზადება; ი) ცენტრის დირექტორისა და მისი მოადგილის მითითებებისა და დავალებების შესრულება; კ) სასწავლო პროგრამების მართვასთან დაკავშირებული ცენტრის სხვა ფუნქციების შესრულების უზრუნველყოფა. მუხლი 8. სოციალური ტრენინგების დეპარტამენტი 1. სოციალური ტრენინგების დეპარტამენტის ამოცანებია: ა) მომხმარებლის საჭიროებაზე მაქსიმალურად მორგებული ტრენინგ-პროგრამებით, თანამედროვე სწავლების მეთოდების გამოყენებით, მაღალი ხარისხის ტრენინგების ადმინისტრირებით სხვადასხვა ორგანიზაციების თანამშრომელთა პიროვნული განვითარების ხელშეწყობა, ორგანიზაციული მართვის პროცესებისა და მომსახურების სფეროს გაუმჯობესება; ბ) მართვის, მომსახურებისა და პიროვნული სამუშაო კომპეტენციების განვითარების თემატიკის მიმართულებით ტრენინგების ჩატარება და ორგანიზება; გ) სოციალური მიმართულებით სპეციალური პროგრამების მომზადება, ტრენინგების ჩატარება და ორგანიზება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამოცანების შესრულების მიზნით, დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სწავლების მეთოდოლოგიის შემუშავება, მისი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და სასწავლო პროცესის ორგანიზება; ბ) ცენტრის სხვა დეპარტამენტებთან ერთად, ტრენინგის პროექტების, სასწავლო გეგმების, სასწავლო პროგრამების, სასწავლო მასალების, მეთოდური სახელმძღვანელოების, სწავლების პროცესში გამოსაყენებელი სტანდარტული ფორმების შემუშავება და მათი სრულყოფის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; გ) ტრენერთა შერჩევა, მომზადებისა და გადამზადების პროცესების ორგანიზება; დ) ტრენინგის მონაწილეთა შეფასების სისტემის შემუშავება და წარმოება; ე) სასწავლო პროცესის მონიტორინგი და ხარისხობრივი კონტროლის განხორციელება; ვ) სასწავლო და სხვა სახის პროექტების შემუშავება და დაგეგმვა, მიმდინარე პროექტების განხორციელების მონიტორინგი, პროექტების განვითარებასთან დაკავშირებული რისკების გამოვლენა, შეფასება და პროექტების განხორციელების შედეგების ანგარიშების მომზადება; ზ) სწავლებების, სემინარების, კონფერენციების და სხვა სასწავლო პროგამების (პროექტების) დასრულების შემდეგ შესაბამისი მოწმობებისა და სერტიფიკატების გაცემა; თ) დეპარტამენტის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით პერიოდული ანგარიშების და ანალიტიკური მასალის მომზადება; ი) ცენტრის დირექტორისა და მისი მოადგილის მითითებებისა და დავალებების შესრულება; კ) სასწავლო პროგრამების მართვასთან დაკავშირებული ცენტრის სხვა ფუნქციების შესრულების უზრუნველყოფა. მუხლი 9. პროფესიული ტრენინგების დეპარტამენტი 1. პროფესიული ტრენინგების დეპარტამენტის ამოცანებია: ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის სააგენტოს მოსამსახურეებისთვის ტრენინგ-პროგრამის შემუშავება და ხარისხიანი მიწოდება; ბ) საფინანსო, საბიუჯეტო თუ საგადასახადო საკითხებზე ტრენინგების მიმართულების განვითარება და ტრენინგ-პროგრამის შემუშავება; გ) ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ტრენინგების განვითარება და შესაბამისი მიზნით ტრენინგ-პროგრამის შემუშავება, მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქციის შექმნა და მიწოდება; დ) ცენტრის კომპეტენციის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და დაწესებულებებში ელექტრონული დოკუმენტ-მენეჯმენტის სისტემის დანერგვისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში ცოდნის ამაღლების ხელშეწყობა; ე) უფლებამოსილების ფარგლებში, ადმინისტრაციულ ორგანოთა/მოსამსახურეთა სპეციალური პროფესიული კურსების საჭიროების ანალიზი; სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ტრენინგ მოდულების/სასწავლო კურსების შემუშავება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამოცანების შესრულების მიზნით, დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის მიმართულებით მოსამსახურეების სპეციალური პროფესიული მომზადების, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების შემუშავება; ბ) უფლებამოსილების ფარგლებში, დანაშაულის პრევენციის, აგრეთვე მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის საკითხებზე ტრენინგ-პროგრამის შემუშავება და განხორციელება; გ) სწავლების მეთოდოლოგიის შემუშავება, მისი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და სასწავლო პროცესის ორგანიზება; დ) ცენტრის სხვა დეპარტამენტებთან ერთად ტრენინგის პროექტების, სასწავლო გეგმების, სასწავლო პროგრამების, სასწავლო მასალების, მეთოდური სახელმძღვანელოების, სწავლების პროცესში გამოსაყენებელი სტანდარტული ფორმების შემუშავება და მათი სრულყოფის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ე) ტრენერთა შერჩევა, მომზადებისა და გადამზადების პროცესების ორგანიზება; ვ) ტრენინგის მონაწილეთა შეფასების სისტემის შემუშავებაში მონაწილეობა და წარმოება; ზ) სასწავლო პროცესის მონიტორინგი და ხარისხობრივი კონტროლის განხორციელება; თ) სასწავლო და სხვა სახის პროექტების შემუშავება და დაგეგმვა, მიმდინარე პროექტების განხორციელების მონიტორინგი, პროექტების განვითარებასთან დაკავშირებული რისკების გამოვლენა, შეფასება და პროექტების განხორციელების შედეგების ანგარიშების მომზადება; ი) ტრენინგების, სემინარების, კონფერენციების და სხვა სასწავლო პროგამების (პროექტების) დასრულების შემდეგ შესაბამისი მოწმობებისა და სერტიფიკატების გაცემა; კ) ელექტრონული სწავლების სფეროში ინოვაციური ელექტრონული რესურსების მოძიება, მათი გამოყენების პრაქტიკის ანალიზი და ცენტრის უფლებამოსილების ფარგლებში დანერგვა; ლ) დეპარტამენტის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით პერიოდული ანგარიშების, ტრენინგის მონაწილეთა უკუკავშირების დამუშავება და შესაბამისი ანალიტიკური მასალის მომზადება; მ) ცენტრის დირექტორისა და მისი მოადგილის მითითებებისა და დავალებების შესრულება; ნ) სასწავლო პროგრამების მართვასთან დაკავშირებული ცენტრის სხვა ფუნქციების შესრულება. მუხლი 10. პენიტენციური ტრენინგების დეპარტამენტი 1. პენიტენციური ტრენინგების დეპარტამენტის ამოცანაა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ − სპეციალური პენიტენციური სამსახური) მოსამსახურეებისთვის სპეციალური პროფესიული მომზადების, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის ხარისხიანი ტრენინგ-პროგრამის შემუშავება, აგრეთვე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის საჭიროების შესაბამისად საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით პროექტების განხორციელება და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამოცანის შესრულების მიზნით, დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეებისთვის პროფესიული მომზადების, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების შემუშავება; ბ) უფლებამოსილების ფარგლებში, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის საკითხებზე ტრენინგ-პროგრამის შემუშავება და განხორციელება; გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამინისტროს სისტემის ფარგლებში მოსამსახურეთა ფიზიკური ნორმატივების ჩაბარების ორგანიზება და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების სპეციალური კურსის განხორციელება; დ) დეპარტამენტის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით პერიოდული ანგარიშების, ტრენინგის მონაწილეთა უკუკავშირების დამუშავება და შესაბამისი ანალიტიკური მასალის მომზადება; ე) დეპარტამენტის მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ ანგარიშების შედგენა; ვ) ცენტრის დირექტორისა და მისი მოადგილის მითითებებისა და დავალებების შესრულება; ზ) სასწავლო პროგრამების მართვასთან დაკავშირებული ცენტრის სხვა ფუნქციების შესრულება. მუხლი 11. ტესტის შექმნის დეპარტამენტი 1. ტესტის შექმნის დეპარტამენტის ამოცანებია: ა) ტესტური დავალებების მომზადება დამკვეთი პირების საჭიროებების გათვალისწინებით და ამ მიზნით ექსპერტებთან თანამშრომლობა; ბ) მაღალკვალიფიციური, სანდო და განახლებადი ტესტური დავალებების ბანკის შექმნა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამოცანის შესრულების მიზნით, დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) ტესტური დავალებების შექმნა; ბ) ტესტური დავალებების პერიოდული შემოწმება და განახლება; გ) დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით პერიოდული ანგარიშების და ანალიტიკური მასალის მომზადება; დ) ცენტრის დირექტორისა და მისი მოადგილის მითითებებისა და დავალებების შესრულება; ე) ტესტირებასთან დაკავშირებით ცენტრის ფუნქციების შესრულება. მუხლი 12. ტესტირების კოორდინაციის დეპარტამენტი 1. ტესტირების კოორდინაციის დეპარტამენტის ამოცანაა სამინისტროსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლების, სტაჟიორების (სტაჟირების კანდიდატების), აგრეთვე, სხვა დაინტერესებულ პირთა სასწავლო პროცესებთან დაკავშირებული გამოცდების, ატესტაციებისა და ტესტირებების ორგანიზება ან/და ადმინისტრირება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამოცანის შესრულების მიზნით, დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) ტესტირების პროცესის ადმინისტრირება და მართვა; ტესტირების პროცესზე მონიტორინგის წარმოება; ბ) სამინისტროს, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების და სხვა დაინტერესებული პირების ინფორმირება ტესტირების სერვისთან და პროცესთან დაკავშირებით; გ) ტესტირებაში მონაწილეთა ინფორმირება ტესტის ტიპის, ტესტირების თარიღის და დროის შესახებ, ტესტირებაზე დაშვების პროცედურული უზრუნველყოფა; დ) ტესტირებაზე მოწვეული პირების იდენტიფიცირება და მათი დასწრების აღრიცხვა, კონკურსანტებისთვის ტესტირების ელექტრონულ პროგრამასთან და ტესტურ დავლებაზე მუშაობის ინსტრუქციის გაცნობა, შედეგების აღრიცხვის წარმოება დამკვეთისთვის შედეგების შეტყობინება; ე) ტესტირებაში მონაწილეთა ინფორმირება ტესტირების შედეგების გასაჩივრების შესაძლებლობების შესახებ და მომართვის შემთხვევაში გასაჩივრების პროცედურული უზრუნველყოფა, გასაჩივრებაზე ოქმის მომზადება; ვ) ტესტირების შედეგებზე ანგარიშის მომზადება, ტესტირების მონაწილეთა ელექტრონული ბაზის წარმოება და ტესტირების შედეგების ელექტრონული აღრიცხვა; ზ) ცენტრის დირექტორისა და მისი მოადგილის მითითებებისა და დავალებების შესრულება. მუხლი 13. პროექტების მართვის დეპარტამენტი 1. პროექტების მართვის დეპარტამენტის ამოცანებია: ა) ცენტრის განვითარების სტრატეგიული მიმართულებებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება; ბ) ცენტრის პროექტების მართვა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამოცანების შესრულების მიზნით, დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) ცენტრის საქმიანობაში შესაძლებლობების გამოსავლენად მეთოდოლოგიის ჩამოყალიბება, ინსტრუმენტების შექმნა და მუდმივი განვითარება; ბ) ცენტრის პროექტების შემუშავება და მათი მართვა; არსებულ და ახალ პროექტებზე წინადადებების შემუშავება და მათი განვითარებისათვის საჭირო ცვლილებების დაგეგმვა; გ) ცენტრის საჭიროებიდან გამომდინარე, საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკის კვლევა/ანალიზი; დ) ცენტრის საჭიროებიდან გამომდინარე, საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთვრობო ორგანიზაციებთან და აკადემიურ წრეებთან თანამშრომლობა; ე) დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით პერიოდული ანგარიშების და ანალიტიკური მასალის მომზადება; ვ) დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების შესრულება; ზ) ცენტრის დირექტორისა და მისი მოადგილის მითითებებისა და დავალებების შესრულება. მუხლი 14. ფინანსური დეპარტამენტი 1. ფინანსური დეპარტამენტის ამოცანებია: ა) ბუღალტრული აღრიცხვის სრული სიზუსტით და დროულად წარმოება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად; ბ) ანგარიშსწორების და ანგარიშგების სრული სიზუსტით და დროულად უზრუნველყოფა; გ) მოთხოვნილი სტატისტიკური ინფორმაციის ხარისხიანი დამუშავება; დ) ბიუჯეტის დაგეგმვის კოორდინირებული სისტემის ფორმირება; ე) ფინანსური ანალიზის წარმოება; ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით შესყიდვების დაგეგმვა და განხორციელება; ზ) ცენტრის შენობა-ნაგებობების გამართულ საექსპლუატაციო მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა; თ) ცენტრის სამეურნეო-ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამოცანების შესრულების მიზნით, ფინანსური დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) კანონმდებლობის შესაბამისად საბუღალტრო აღრიცხვა; ბ) კანონმდებლობით დადგენილი ფორმით ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგების მომზადება; გ) ანგარიშგების ფორმების განვითარების მიზნით ინტერესებისა და საჭიროებების კვლევა, ფორმების მომზადება და ცენტრის დირექტორისთვის წარდგენა; დ) კომერციულ ბანკებთან და საგადასახადო ორგანოებთან მიმდინარე ურთიერთობების კოორდინაცია და მართვა; ე) ნაღდი და უნაღდო ფულადი ოპერაციების წარმოება; ვ) ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების კონტროლისა და უსაფრთხოების სისტემის განვითარება; ზ) თანამშრომლებთან, მომხმარებლებთან, მომწოდებლებთან დროული და ზუსტი ანგარიშსწორება; თ) ინვენტარიზაციაში მონაწილეობა და ინვენტარიზაციის შედეგების აღრიცხვა, ხელმძღვანელობისთვის გაცნობა; ი) ფინანსური აღრიცხვიანობის განვითარების მიზნით, წინადადებების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის გაცნობა; კ) წლიური ბიუჯეტის და მასში ცვლილებების პროექტის მომზადების მიზნით საჭირო გათვლების და პროგნოზების წარმოება; ლ) ბიუჯეტის საბოლოო დოკუმენტის მომზადება და ცენტრის ხელმძღვანელობასთან განსახილველად მისი წარდგენა; მ) ბიუჯეტიდან არსებული და მოსალოდნელი ხარჯვითი ნაწილის გადახრების კონტროლის მიზნით და მიზეზების დეტალური შესწავლისთვის, საჭირო ერთჯერადი და რეგულარული სამუშაოების ორგანიზება; ნ) პროექტების დაწყებამდე პროექტების ფინანსური მხარის ანალიზი და ცენტრის ხელმძღვანელობისათვის შედეგების წარდგენა; ო) ცენტრის საქმიანობის ხარჯების ეფექტიანობის ანალიზი და წინადადებების მომზადება დირექტორთან წარსადგენად; პ) შესყიდვების პროცესების ორგანიზება კანონმდებლობის, ცენტრის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, შესყიდვების განხორციელების თაობაზე რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება და დირექტორისთვის წარდგენა; ჟ) სატენდერო დოკუმენტაციის და ხელშეკრულებების პირობების მომზადება შესაბამის დეპარტამენტებთან ერთად; რ) მომწოდებლებთან ხელშეკრულებების გაფორმება და ხელშეკრულებების შესრულების კონტროლი; ს) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის და მასში შესატანი ცვლილებების შემუშავება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; ტ) სატენდერო დოკუმენტაციისა და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და უფლებამოსილი პირებისათვის წარდგენა; უ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოქმედებისას საჭირო დოკუმენტაციის გაფორმება; ფ) ცენტრის საქმიანობის ზოგადი და მოთხოვნილი თემატიკის მიხედვით სტატისტიკური მონაცემების წარმოება; მათზე დაყრდნობით სხვადასხვა საჭირო ანალიზის მომზადება; ქ) ცენტრის თანამშრომლების მომარაგება საკანცელარიო ნივთებით, საორგანიზაციო ტექნიკითა და მოწყობილობებით და მუშაობისთვის აუცილებელი სხვა ინვენტარით; ღ) ცენტრის შენობა-ნაგებობების, ინვენტარის გამართულ საექსპლუატაციო მდგომარეობაში ყოფნისთვის სამუშაოების დაგეგმვა და ორგანიზება; ცენტრის შენობათა მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა და მოვლა-პატრონობა; ყ) გათბობა-კონდიცირების სისტემების გამართულ მდგომარეობაში ყოფნისთვის, ელექტროენერგიის და წყლის უწყვეტად მოწოდებისთვის სამუშაოების დაგეგმვა და ორგანიზება; შ) ცენტრის სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ჩ) ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომლების ტრანსპორტირებითა და საჭირო ადამიანური რესურსებით უზრუნველყოფა; ც) ცენტრის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა, მათი გამართულ მდგომარეობაში ყოფნისთვის სამუშაოების დაგეგმვა და ორგანიზება; ძ) სასაწყობო მეურნეობის მართვა; აუცილებელ მინიმალურ ნაშთებზე ცენტრის დირექტორისთვის ინიციატივების წარდგენა და ნაშთების კონტროლი; წ) ცენტრის ბალანსზე რიცხული ქონების დაცვის უზრუნველყოფა; ჭ) ცენტრი ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო მატერიალური მარაგების ინვენტარიზაციის ორგანიზება; ხ) ცენტრში, დადგენილი პერიოდულობით, საქმიანობის ანგარიშის მომზადება და უფლებამოსილი პირებისთვის წარდგენა; ჯ) ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების განხორციელება, რაც დაკავშირებულია დეპარტამენტის მიზანთან; ჰ) ცენტრის დირექტორისა და მისი მოადგილის მითითებებისა და დავალებების შესრულება. მუხლი 15. მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი 1. მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ამოცანებია: ა) ცენტრის საქმიანობის შესახებ საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის წარმართვა; ბ) ცენტრის პროდუქტის პოპულარიზაცია და მომხმარებელთა მოზიდვა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამოცანების შესრულების მიზნით, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) პრეს-რელიზებისა და საინფორმაციო მასალების მომზადება, რედაქტირება და გავრცელება, მათ შორის, ცენტრის ვებგვერდის მართვა. ბ) პრესკონფერენციების დაგეგმვა და ორგანიზება; გ) ცენტრის საქმიანობისა და სიახლეების შესახებ საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირება; მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებით კოორდინირებული მუშაობა; დ) სარეკლამო რგოლების, ბეჭდვითი სარეკლამო მასალებისა და ცენტრის საკომუნიკაციო პროექტების (იდეების) მომზადება; შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ე) ცენტრის დადებითი რეპუტაციის უზრუნველყოფის მიზნით, ღონისძიებების დაგეგმვა და მათი გატარება; ვ) ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული საერთაშორისო ორგანიზაციების მოძიება, მათთან ურთიერთობის დამყარება და თანამშრომლობის განვითარება; ზ) ცენტრის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება, დანერგვა, განახლება და მისი შესრულების კონტროლი; თ) სერვისების გაყიდვის სტიმულირებისთვის გაყიდვების მოქმედებების/ღონისძიებების დაგეგმვა სერვისების, მომხმარებლების სეგმენტებისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით; ი) განხორციელებული გაყიდვების ანალიზი და ანგარიშის მომზადება, მათი ეფექტიანობის შესახებ გაყიდვების შემდგომი სტიმულირებისათვის; კ) მომხმარებლების, პარტნიორებისა და თანამშრომლების კმაყოფილების და ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა კვლევების ორგანიზება ან/და განხორციელება; ლ) სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის ორგანიზება და შესაბამისი დოკუმენტის მომზადება; მ) სერვისებთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების წარმოება; ნ) დეპარტამენტის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით პერიოდული ანგარიშის მომზადება; ო) ცენტრის დირექტორისა და მისი მოადგილის მითითებებისა და დავალებების შესრულება. მუხლი 151. სერტიფიკაციის დეპარტამენტი 1. სერტიფიკაციის დეპარტამენტის ამოცანაა დადგენილი სტანდარტებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სხვადასხვა სპეციალობის მიხედვით დაინტერესებული პირების, ასევე მათი პერსონალის კვალიფიკაციისა და კომპეტენტურობის შეფასება და მათი სერტიფიცირება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამოცანის შესრულების მიზნით, სერტიფიკაციის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) დადგენილი სტანდარტებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სხვადასხვა სპეციალობის მიხედვით დაინტერესებული პირების, ასევე მათი პერსონალის კვალიფიკაციისა და კომპეტენტურობის შეფასებისა და მათი სერტიფიცირების უზრუნველყოფა; ბ) სერტიფიცირებასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდება და შესაბამისი პროცესის ორგანიზება; გ) დადგენილი პერიოდულობით, საქმიანობის ანგარიშის მომზადება და უფლებამოსილი პირებისათვის წარდგენა; დ) ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების განხორციელება, რაც დაკავშირებულია დეპარტამენტის მიზნებთან; ე) ცენტრის დირექტორისა და მისი მოადგილის მითითებებისა და დავალებების შესრულება.“. 3. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ექსპერტთა საბჭოს ამოცანაა იურიდიული ტრენინგების დეპარტამენტის ეფექტიანი მუშაობის სტრატეგიის განსაზღვრა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2023 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები