„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 3 ივნისის №175 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 436
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/12/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.033.017645
436
29/12/2022
ვებგვერდი, 30/12/2022
010320040.22.033.017645
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 3 ივნისის №175 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №436

2022 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 3 ივნისის №175 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 3 ივნისის №175 ბრძანებით (ვებგვერდი, 06/06/2022, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.033.017590) დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში“ შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:

1. 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (საინვესტიციო პროექტების მიმართულების ხელმძღვანელობა):

ა) უმაღლესი ეკონომიკური, იურიდიული განათლება ან უმაღლესი განათლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ინჟინერიის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ან უმაღლესი განათლება საერთაშორისო ურთიერთობების ან საჯარო მმართველობის სპეციალობით;

ბ) სახელმწიფო ვალის მართვის სფეროში ან საინვესტიციო პროექტების მართვისა და მონიტორინგის ან/და დონორებთან ურთიერთობის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

   გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ I, II და III თავების, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ვალის შესახებ“, საქართველოს კანონის „გრანტების შესახებ“, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის I, II, V და VI კარების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა;

დ) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და დონორი ორგანიზაციების ძირითადი სადამფუძნებლო შეთანხმებების, სტანდარტული/ძირითადი დებულებების და სახელმძღვანელოების (მათ შორის, შესყიდვების წესები, თანხის ჩამორიცხვის სახელმძღვანელოები) ცოდნა;

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft office Outlook), ასევე სპეციალიზებული პროგრამების (ვალის მართვის სისტემა, DMFAS, eDMS, eBudget, eTreasury) ცოდნა;

ვ) ინგლისური ენის ცოდნა.“.

2. 34-ე მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნას.

3. 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 35. ევროინტეგრაციის და პროგრამების სამმართველო

1. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:

ა) უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლება ან უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ან უმაღლესი განათლება საერთაშორისო ურთიერთობების ან საჯარო მმართველობის სპეციალობით;

ბ) ევროინტეგრაციის საკითხებზე მუშაობის მიმართულებით ან საინვესტიციო პროექტების მართვისა და მონიტორინგის ან/და დონორებთან ურთიერთობის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ I, II და III თავების, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ვალის შესახებ“, საქართველოს კანონის „გრანტების შესახებ“, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა;

დ) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და დონორი ორგანიზაციების ძირითადი სადამფუძნებლო შეთანხმებების, სტანდარტული/ძირითადი დებულებების და სახელმძღვანელოების (მათ შორის, შესყიდვების წესები, თანხის ჩამორიცხვის სახელმძღვანელოები) ცოდნა;

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft office Outlook) ცოდნა, ასევე სპეციალიზებული პროგრამების (ვალის მართვის სისტემა, DMFAS, eDMS, eBudget, eTreasury) ცოდნა;

ვ) ინგლისური ენის ცოდნა.

2. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი:

3. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლება ან უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ან უმაღლესი განათლება საერთაშორისო ურთიერთობების ან საჯარო მმართველობის სპეციალობით;

ბ) ევროინტეგრაციის საკითხებზე მუშაობის მიმართულებით ან საინვესტიციო პროექტების მართვისა და მონიტორინგის ან/და დონორებთან ურთიერთობის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ I, II და III თავების, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ვალის შესახებ“, საქართველოს კანონის „გრანტების შესახებ“, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა;

დ) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და დონორი ორგანიზაციების ძირითადი სადამფუძნებლო შეთანხმებების, სტანდარტული/ძირითადი დებულებების და სახელმძღვანელოების (მათ შორის, შესყიდვების წესები, თანხის ჩამორიცხვის სახელმძღვანელოები) ცოდნა;

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft office Outlook) ცოდნა, ასევე სპეციალიზებული პროგრამების (ვალის მართვის სისტემა, DMFAS, eDMS, eBudget, eTreasury) ცოდნა;

ვ) ინგლისური ენის ცოდნა.

 4. მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლება ან უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ან უმაღლესი განათლება საერთაშორისო ურთიერთობების ან საჯარო მმართველობის სპეციალობით;

ბ) ევროინტეგრაციის საკითხებზე მუშაობის მიმართულებით ან საინვესტიციო პროექტების მართვისა და მონიტორინგის ან/და დონორებთან ურთიერთობის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ I, II და III თავების, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ვალის შესახებ“, საქართველოს კანონის „გრანტების შესახებ“, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა;

დ) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და დონორი ორგანიზაციების ძირითადი სადამფუძნებლო შეთანხმებების, სტანდარტული/ძირითადი დებულებების და სახელმძღვანელოების (მათ შორის, შესყიდვების წესები, თანხის ჩამორიცხვის სახელმძღვანელოები) ცოდნა;

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft office Outlook) ცოდნა, ასევე სპეციალიზებული პროგრამების (ვალის მართვის სისტემა, DMFAS, eDMS, eBudget, eTreasury) ცოდნა;

ვ) ინგლისური ენის ცოდნა.

5. პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლება ან უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ან უმაღლესი განათლება საერთაშორისო ურთიერთობების ან საჯარო მმართველობის სპეციალობით;

ბ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ I, II და III თავების, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ვალის შესახებ“, საქართველოს კანონის „გრანტების შესახებ“, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft office Outlook) ცოდნა;

დ) ინგლისური ენის ცოდნა.“.

მუხლი 2
ამ ბრძანების სრულად ამოქმედებამდე სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (საინვესტიციო პროექტების მიმართულების ხელმძღვანელობა) და მეორადი სტრუქტურული ერთეულის (ევროინტეგრაციის და პროგრამების სამმართველო) ხელმძღვანელის თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადების შემთხვევაში, გამოყენებულ იქნას წინამდებარე ბრძანების პირველი მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
მუხლი 3
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2023 წლის 31 იანვრიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი