„დუშეთის მუნიციპალიტეტში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის (პროგრამული კოდით 06 02 12) პროგრამის განხორციელების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 ივლისის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/12/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.152.016475
33
30/12/2022
ვებგვერდი, 30/12/2022
010250050.35.152.016475
„დუშეთის მუნიციპალიტეტში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის (პროგრამული კოდით 06 02 12) პროგრამის განხორციელების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 ივლისის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დუშეთის მუნიციპალიტეტი
 
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №33

2022 წლის 30 დეკემბერი

ქ. დუშეთი

„დუშეთის მუნიციპალიტეტში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის (პროგრამული კოდით 06 02 12) პროგრამის განხორციელების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების,  საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „დუშეთის მუნიციპალიტეტში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის (პროგრამული კოდით 06 02 12) პროგრამის განხორციელების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 ივლისის №19 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 01/08/2022, 010250050.35.152.016461), კერძოდ:

 დადგენილების №1 დანართის სახით დამტკიცებული „დუშეთის  მუნიციპალიტეტის ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის  პროგრამის განხორციელების წესის“ მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პროექტის დაფინანსებისთვის გადაცემული თანხის სრული ათვისება უნდა მოხდეს გამარჯვებული პროექტის ავტორსა და მუნიციპალიტეტს შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს ხელშეკრულების დადებიდან 6 თვის ვადისა. აუთვისებელი თანხა რჩება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს  2023  წლის 1 იანვრიდან.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ჩიტაური