„დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/12/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 04/11/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.152.016474
32
30/12/2022
ვებგვერდი, 30/12/2022
010250040.35.152.016474
„დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დუშეთის მუნიციპალიტეტი
 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №32

2022 წლის 30 დეკემბერი

ქ. დუშეთი

 

„დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი, მე-2 პუნქტების,„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქრთველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“  დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის   №15 დადგენილებაში (matsne.gov.ge 07/12/2021, ს/კ 010250040.35.152.016427), კერძოდ:

დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის  მე-16 მუხლის პირველი პუნქტი  შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით უნაზღაურდება საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომებში, საკრებულოს მიერ შექმნილ დროებით სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის მისაღებად და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქეებთან (ამომრჩევლებთან) შეხვედრებთან დაკავშირებული ხარჯები, საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს 15% - თვეში  742.5 (შვიდას ორმოცდაორი ლარი და ორმაცდაათი თეთრი) ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს  2023  წლის 1 იანვრიდან.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ჩიტაური