დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვის, აგრარული და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 43 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/12/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.153.016635 |
|
„მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვის, აგრარული და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვის, აგრარული და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის №10 დადგენილებით (matsne.gov.ge, 29/11/2017წ,010250050.35.153.016382) დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები, კერძოდ:
1. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვის, აგრარული და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის დებულების მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი: „ი. კომისია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიმდინარე საქმისწარმოების მონიტორინგს, კონტროლს უწევს ამ მიმართულებით მერიის შესაბამისი სამსახურების მუშაობას და ითხოვს მათგან ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ“. 2. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვის, აგრარული და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი: „ლ1. საკრებულოს ბიუროს წარუდგენს კვარტალურ ანგარიშს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის საკითხებთან დაკაშირებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ და გააცნობს ინფორმაციას, კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგების თაობაზე“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები