დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებისათვის კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურების ზოგიერთი ღონისძიებებნის განსაზღვრის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 31/2003 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 19/10/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 121, 20/10/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.190.020.13.007.006.144 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.144
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №31/2003
2003 წლის 19 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებისათვის კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურების ზოგიერთი ღონისძიებების განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი I. 2003 წლის 2 ნოემბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში, კენჭისყრის დროს, სარეფერენდუმო, საპარლამენტო პროპორციული და საპარლამენტო მაჟორიტარული სისტემით არჩევნებისათვის განკუთვნილი სამივე ბიულეტენი, ამომრჩევლის მიერ მოთავსებულ იქნას ერთ სპეციალურ კონვერტში.
მუხლი II. 2003 წლის 2 ნოემბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ხმის დათვლის პროცედურისას, საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ, პირველ რიგში დათვლილი იქნას მაჟორიტარული სისტემით არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, შემდეგ პროპორციული სისტემით არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, და ბოლოს რეფერენდუმში მონაწილეთა ხმების რაოდენობა.
მუხლი III. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი IV. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ნ. დევდარიანი
კომისიის მდივანი გ. მიქანაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები