დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ავიასამედიცინო ცენტრის, ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირების და ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 8 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 301 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 29/12/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310010010.54.066.016287 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ავიასამედიცინო ცენტრის, ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირების და ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 8 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებულ „ავიასამედიცინო ცენტრის, ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირების და ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირების წესში“ (www.matsne.gov.ge, 10/01/2019 წ., სარეგისტრაციო კოდი: 310010010.54.066.016148) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. ინფორმაციის კონფიდენციალობა 1. სამედიცინო ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა სავალდებულოა. 2. ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის გაცემის პროცესში, გამოკვლევაში, სამედიცინო შემოწმებაში და ვარგისობის შეფასებაში მონაწილე ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას ავიასპეციალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. სამედიცინო ჩანაწერები და ინფორმაცია სათანადოდ უნდა იყოს დაცული და ხელმისაწვდომი მხოლოდ - ავიასამედიცინო შემფასებლის, ავიასამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელის და სამედიცინო პერსონალისათვის. დაუშვებელია სამედიცინო ჩანაწერების და ინფორმაციის გადაცემა მესამე პირზე. 4. ინფორმაციის კონფიდენციალობის თაობაზე ეცნობება განმცხადებელს. შენიშვნა: სამედიცინო ინფორმაციის შენახვის და გაცემის საკითხები მოცემულია ევროკომისიის 2011 წლის 3 ნოემბრის №1178/2011 რეგულაციის (Commission Regulation (EU) №1178/2011) Annex IV (PART–MED) და ICAO-ს Doc 8984 სახელმძღვანელო მასალაში“. 2. მე-5 მუხლის: ა) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) უნდა გაეცნოს სააგენტოში შემოსულ სამედიცინო ჩანაწერებსა და ინფორმაციას და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება“; ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „შენიშვნა“: „შენიშვნა: ავიასამედიცინო შემფასებლის ფუნქციებთან დაკავშირებული საკითხები მოცემულია ევროკომისიის 2011 წლის 3 ნოემბრის №1178/2011 რეგულაციის (Commission Regulation (EU) №1178/2011) Annex IV (PART–MED) და ICAO-ს Doc 8984 სახელმძღვანელო მასალაში“. 3. მე-7 მუხლის 1-ლ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შენიშვნა“: „შენიშვნა: გამონაკლისის დაშვების პროცესთან დაკავშირებული საკითხები მოცემულია ევროკომისიის 2011 წლის 3 ნოემბრის №1178/2011 რეგულაციის (Commission Regulation (EU) №1178/2011) Annex IV (PART–MED) და ICAO-ს Doc 8984 სახელმძღვანელო მასალაში“. 4. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შენიშვნა“: „შენიშვნა: ავიასამედიცინო ცენტრის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული საკითხები მოცემულია ევროკომისიის 2011 წლის 3 ნოემბრის №1178/2011 რეგულაციის (Commission Regulation (EU) №1178/2011) Annex IV (PART–MED) და ICAO-ს Doc 8984 სახელმძღვანელო მასალაში“. 5. 161 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შენიშვნა“: „შენიშვნა: სასწავლო კურსთან დაკავშირებული საკითხები მოცემულია ევროკომისიის 2011 წლის 3 ნოემბრის №1178/2011 რეგულაციის (Commission Regulation (EU) №1178/2011) Annex IV (PART–MED) და ICAO-ს Doc 8984 სახელმძღვანელო მასალაში“. 6. 162 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შენიშვნა“: „შენიშვნა: საავიაციო მედიცინაში განმეორებით სწავლებასთან დაკავშირებული საკითხები მოცემულია ევროკომისიის 2011 წლის 3 ნოემბრის №1178/2011 რეგულაციის (Commission Regulation (EU) №1178/2011) Annex IV (PART–MED) და ICAO-ს Doc 8984 სახელმძღვანელო მასალაში“. 7. 23-ე მუხლის 1-ლ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი: „ე1) სამედიცინო სერტიფიკატი შეიცავს არასწორ/არაზუსტ ინფორმაციას, რომელიც აქვეითებს ფრენის უსაფრთხოების დონეს ან მას უქმნის სერიოზულ საფრთხეს“. 8. 25-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შენიშვნა“: „შენიშვნა: ავიასამედიცინო ექსპერტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული საკითხები მოცემულია ევროკომისიის 2011 წლის 3 ნოემბრის №1178/2011 რეგულაციის (Commission Regulation (EU) №1178/2011) Annex IV (PART–MED) და ICAO-ს Doc 8984 სახელმძღვანელო მასალაში“. 9. 26-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შენიშვნა“: „შენიშვნა: ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატთან დაკავშირებული საკითხები მოცემულია ევროკომისიის 2011 წლის 3 ნოემბრის №1178/2011 რეგულაციის (Commission Regulation (EU) №1178/2011) Annex IV (PART–MED) და ICAO-ს Doc 8984 სახელმძღვანელო მასალაში“. 10. 30-ე მუხლის: ა) 1-ლ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შენიშვნა“: „შენიშვნა: თუ 60 წლის ასაკის მიღწევამდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები, სამედიცინო სერტიფიკატი უნდა გაიცეს იმ ვადით, რომ 60 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ, მისი ვადა იყოს 6 თვე“. ბ) მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შენიშვნა“: „შენიშვნა: თუ 40 წლის ასაკის მიღწევამდე დარჩენილია 60 თვეზე ნაკლები, სამედიცინო სერტიფიკატი უნდა გაიცეს იმ ვადით, რომ 42 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ, მისი ვადა იყოს 24 თვე“; გ) მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შენიშვნა“: „შენიშვნა: თუ 40 წლის ასაკის მიღწევამდე დარჩენილია 24 თვეზე ნაკლები, სამედიცინო სერტიფიკატი უნდა გაიცეს იმ ვადით, რომ 40 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ, მისი ვადა იყოს 24 თვე“; დ) მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შენიშვნა“: „შენიშვნა: თუ 50 წლის ასაკის მიღწევამდე დარჩენილია 12 თვეზე ნაკლები, სამედიცინო სერტიფიკატი უნდა გაიცეს იმ ვადით, რომ 50 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ, მისი ვადა იყოს 12 თვე“. ე) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს. ვ) მე-9 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შენიშვნა“: „შენიშვნა: თუ 40 წლის ასაკის მიღწევამდე დარჩენილია 12 თვეზე ნაკლები, საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურის სამედიცინო სერტიფიკატი უნდა გაიცეს იმ ვადით, რომ 40 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ მისი ვადა იყოს 12 თვე“. 11. 33-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შენიშვნა“: „შენიშვნა: პირველი და მეორე კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მფლობელის მიმართ წაყენებული სამედიცინო მოთხოვნები მოცემულია ევროკომისიის 2011 წლის 3 ნოემბრის №1178/2011 რეგულაციის (Commission Regulation (EU) №1178/2011) Annex IV (PART–MED) და ICAO-ს Doc 8984 სახელმძღვანელო მასალაში“. 12. 55-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შენიშვნა“: „შენიშვნა: მესამე კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მფლობელის მიმართ წაყენებული სამედიცინო მოთხოვნები მოცემულია ევროკომისიის 2015 წლის 20 თებერვლის №2015/340 რეგულაციაში და ICAO-ს Doc 8984 სახელმძღვანელო მასალაში“. 13. 77-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შენიშვნა“: „შენიშვნა: ბორტგამყოლის სამედიცინო სერტიფიკატის მფლობელის მიმართ წაყენებული სამედიცინო მოთხოვნები მოცემულია ევროკომისიის 2011 წლის 3 ნოემბრის №1178/2011 რეგულაციაში (Commission Regulation (EU) №1178/2011) Annex IV (PART–MED)“.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები