დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 42 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/12/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.153.016634 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის №9 დადგენილებით (matsne.gov.ge, 29/11/2017წ, 010250020.35.153.016381) დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები, კერძოდ:
1. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი: „ი. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და მისდამი დაქვემდებარებული ა(ა)იპების მიერ განათლების, კულტურის, სპორტის, სოციალურ და ჯანდაცვის სფეროში დაგეგმილი და მიმდინარე პროექტების, ასევე ააიპ „სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირის“ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების მონიტორინგს, კონტროლს უწევს ამ მიმართულებით მერიის შესაბამისი სამსახურებისა და ა(ა)იპ-ების მუშაობას, ითხოვს მათგან ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ“; 2. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი: „ლ1. საკრებულოს ბიუროს წარუდგენს კვარტალურ ანგარიშს მცხეთის მუნoციპალიტეტის მერიისა და მისდამი დაქვემდებარებული ააიპ-ების მიერ განათლების, კულტურის, სპორტის, სოციალურ და ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შესახებ და გააცნობს ინფორმაციას, კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგების თაობაზე“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები