დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის №6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 41 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/12/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.153.016633 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის №6 დადგენილებით (matsne.gov.ge, 29/11/2017წ, 010250020.35.153.016378) დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები, კერძოდ:
1. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო1“ ქვეპუნქტი: „ო1. კომისია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს საფინანსო-საბიუჯეტო და სახელმწიფო შესყიდვების საკითხებთან დაკავშირებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ მიმდინარე საქმისწარმოების მონიტორინგს, კონტროლს უწევს ამ მიმართულებით მერიის შესაბამისი სამსახურების მუშაობას და ითხოვს მათგან ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ“; 2. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი: „კ1. საკრებულოს ბიუროს წარუდგენს კვარტალურ ანგარიშს მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ საფინანსო-საბიუჯეტო და სახელმწიფო შესყიდვების სფეროში განხორციელებული საქმიანობის შესახებ და გააცნობს ინფორმაციას, კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგების თაობაზე“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები