„საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 11 იანვრის #56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები საჩხერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/12/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.130.016453
31
30/12/2022
ვებგვერდი, 30/12/2022
010250020.35.130.016453
„საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 11 იანვრის #56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საჩხერის მუნიციპალიტეტი
 
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №31

2022 წლის 30 დეკემბერი

ქ. საჩხერე

 „საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 11 იანვრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 11 იანვრის №56 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 15/01/2018 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.130.016265) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების დაფინანსების  გაცემისა და მიღების წესის მე-3 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. სარიტუალო ხარჯები

ბ) დადგენილებით დამტკიცებული საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების დაფინანსების  გაცემისა და მიღების წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) დებულების ამ პუნქტით ვერ ისარგებლებს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქე, რომლის წლიური შემოსავალიც აღემატება 40000 (ორმოციათასი) ლარს, ასევე მოქალაქე, რომელიც აპირებს სამედიცინო მომსახურება მიიღოს, ან უკვე მიიღო, იმ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც გასულია საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამიდან.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგაგა დარბაიძე