ახალგაზრდა მეცნიერთა და შემოქმედთათვის ,,წინანდლის პრემიის მინიჭების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე

  • Word
ახალგაზრდა მეცნიერთა და შემოქმედთათვის ,,წინანდლის პრემიის მინიჭების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
მიღების თარიღი 10/10/2003
დოკუმენტის ტიპი აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 120, 17/10/2003
სარეგისტრაციო კოდი 440.010.000.12.201.006.138
  • Word
36
10/10/2003
სსმ, 120, 17/10/2003
440.010.000.12.201.006.138
ახალგაზრდა მეცნიერთა და შემოქმედთათვის ,,წინანდლის პრემიის მინიჭების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 440.010.000.12.201.006.138

საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის

თავმჯდომარის ბრძანება №36

2003 წლის 9 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ახალგაზრდა მეცნიერთა და შემოქმედთათვის „წინანდლის პრემიის” მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

„ახალგაზრდა შემოქმედთათვის პრემიების დაწესების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 23 აგვისტოს №999 განკარგულების თანახმად:

1. დამტკიცდეს ახალგაზრდა მეცნიერთა და შემოქმედთათათვის „წინანდლის პრემიის” მინიჭების შესახებ თანდართული დებულება;

2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ზ. გაიპარაშვილი

დებულება

ახალგაზრდა მეცნიერთა და შემოქმედთათვის  „წინანდლის პრემიის” მინიჭების შესახებ

I. ზოგადი დებულებები

1. დებულება განსაზღვრავს ახალგაზრდა მეცნიერთა და შემოქმედთათვის წნანდლის პრემიის მინიჭების პირობებსა და წესს;

2. „წინანდლის პრემიის” ლაურეატების გამოვლენა ხდება საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული ნომინაციების მიხედვით;

3. ლაურეატს გადაეცემა ფულადი პრემია 3000 ლარის ოდენობით, ლაურეატის მოწმობა და სპეციალური პრიზი;

4. „წინანდლის პრემიაზე” ახალგაზრდა მეცნიერთა და შემოქმედთა წარდგენა ხდება განვლილი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მათ საკონკურსო ნაწარმოებსა თუ ნაშრომს სრულად გაეცნობა საზოგადოება.

II. კონკურსში მონაწილეობის წესები და პირობები

5. „წინანდლის პრემიის” მოსაპოვებელ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდა მეცნიერებს და შემოქმედებს;

6. კანდიდატურები კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იყვნენ განსაზღვრული ნომინაციების მიხედვით.

III. “წინანდლის პრემიის” კანდიდატთა შემრჩევი კომისიებისა და ჟიურის შექმნა და მუშაობის წესი

7.    „წინანდლის პრემიის” მოსაპოვებლად კანდიდატურების წარდგენის უფლება აქვთ დარგების მიხედვით “წინანდლის პრემიის” ნომინანტთა წარმდგენ კომისიებს (შემდგომში კომისიები);

8. კომისიების მიერ წარდგენილ ნომინანტებს განიხილავს ჟიური და გამოავლენს თითოულ სფეროში ერთ გამარჯვებულს;

9. კომისიებისა და ჟიურის რიცხობრივ და პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე;

10. „წინანდლის პრემიის” ლაურეატის გამოვლენა ხდება ორ ეტაპად:

ა) პირველი ეტაპი ითვალისწინებს „წინანდლის პრემიის” სამი ნომინანტის წარდგენას თითოეულ სფეროში;

ბ) მეორე ეტაპი ითვალისწინებს დასახელებული ნომინანტებიდან ლაურეატის შერჩევას.