ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/555
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 26/12/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 300300000.22.024.016778
1-1/555
26/12/2022
ვებგვერდი, 28/12/2022
300300000.22.024.016778
ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/555

2022 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს № 77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში” (სსმ, III, 31.08.2006 წ., №117, მუხლი 1581) შეტანილ იქნეს ცვლილება და 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ, ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, იმპორტის პირდაპირი ხელშეკრულების თანახმად შესყიდული  ელექტროენერგიის იმპორტიორისათვის დაბრუნება განხორციელდება 2022 წლის 1 ნოემბრიდან 2023 წლის 30 მარტის ჩათვლით პერიოდში, მხარეებს შორის დამატებით გაფორმებული ექსპორტის პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე. ამასთან, ელექტროენერგიის დაბრუნება და აღნიშნული მიზნით ტრანსსასაზღვრო ხაზის საექსპორტო მოცულობის განაწილება განხორციელდეს შესაბამისი საანგარიშო პერიოდისათვის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსით განსაზღვრული მოცულობებისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის საექსპორტო პოტენციალის გათვალისწინების გარეშე.

3. ამ მუხლით დადგენილი წესი ძალაშია 2023 წლის 30 მარტის ჩათვლით.“. 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრილევან დავითაშვილი