„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 16 ივლისის №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 16 ივლისის №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1/2023
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 10/01/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 010240020.15.008.016655
1/2023
10/01/2023
ვებგვერდი, 10/01/2023
010240020.15.008.016655
„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 16 ივლისის №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №1/2023

2023 წლის 10 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 16 ივლისის №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 16 ივლისის №27 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 17/07/2013, 010240020.15.008.016094) დამტკიცებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის (დანართი 1) მე-5 მუხლის:

1. მე-6 პუნქტის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სტრატეგიული დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტი:“.

2. მე-7 პუნქტის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ცესკოს აპარატში ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებას – შესარჩევი კონკურსის გამოცხადებისთანავე;“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ცესკოს აპარატში კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატის შესახებ ინფორმაციას – საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან 24 საათის განმავლობაში;“;

დ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) ცესკოს დეპარტამენტების, განყოფილებების (სტრუქტურული ერთეულების) უფროსების, მენეჯერების შესახებ, ასევე ცესკოს თავმჯდომარის მრჩეველის, ცესკოს ხელმძღვანელი პირების თანაშემწეების შესახებ: სახელი, გვარი – განახლდება ცვლილების შემთხვევაში;“.

3. მე-9 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს1“-„ს3“ ქვეპუნქტები:

„ს1) საოლქო საარჩევნო კომისიებში ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებას – შესარჩევი კონკურსის გამოცხადებისთანავე;

2) საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატთა სიას – საბუთების მიღების ვადის ამოწურვიდან 5 დღის ვადაში;

3) საოლქო საარჩევნო კომისიებში კონკურსის შედეგად არჩეული კანდიდატის შესახებ ინფორმაციას  გადაწყვეტილების მიღებიდან 24 საათის განმავლობაში;“.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან  2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი