,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 124
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/05/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 74, 19/05/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 17/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.001.069
  • Word
124
15/05/2008
სსმ, 74, 19/05/2008
010.240.030.10.003.001.069
,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №124

2008 წლის 15 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით (სსმ III, 2004 წ., №54, მუხ. 460) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

    მუხლი 4. სამინისტროს სისტემა

1. სამინისტროს სისტემა მოიცავს:

ა) ცენტრალურ აპარატს, რომლის შემადგენელი სტრუქტურული ქვედანაყოფები არიან:

ა.ა) მინისტრის აპარატი;

ა.ბ) გენერალური ინსპექცია;

ა.გ) ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტი;

ა.დ) იურიდიული დეპარტამენტი;

ა.ე) ფინანსური რესურსების დეპარტამეტი;

ა.ვ) მატერიალური რესურსების დეპარტამენტი;

ა.ზ) რეგიონული კოორდინაციის დეპარტამენტი;

ა.თ) პროგრამების დეპარტამენტი;

ა.ი) ლიცენზირების სამსახური;

ა.კ) ბავშვზე ზრუნვის სამსახური;

ა.ლ) განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სამსახური;

ა.მ) კადრების სამმართველო;

ა.ნ) სტუდენტთა და მეცნიერთა სოციალური ხელშეწყობის სამმართველო;

ა.ო) კვლევების სამმართველო;

ა.პ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო;

ა.ჟ) კანცელარია;

ბ) ტერიტორიულ ორგანოებს – საგანმანათლებლო რესურსცენტრებს;

გ) შემდეგ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს:

გ.ა) საქართველოს განათლების პროექტის საკოორდინაციო ცენტრი;

გ.ბ) გამოცდების ეროვნული ცენტრი;

გ.გ) ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა;

გ.დ) ფონდი „ირმის ნახტომი“;

გ.ე) საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი;

გ.ვ) ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდი (რუსთაველის ფონდი);

გ.ზ) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი;

გ.თ) განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი;

გ.ი) ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი;

გ.კ) საგანმანათლებლო, მათ შორის პროფესიული სწავლების ცენტრები, სააღმზრდელო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები.

2. ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით მინისტრისათვის გადაწყვეტილების მომზადების მიზნით სამინისტროში იქმნება დავების საბჭო/საბჭოები და ადგილობრივი საბჭოების რეგიონალური ქსელი, რომლის/რომელთა დაკომპლექტების წესი, უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

2. 41 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ლ“ და “მ“ ქვეპუნქტები:

“ლ) სამინისტროს საქმიანობის გეგმის შედგენის კოორდინაცია;

მ) საზოგადოებრივი საბჭოს სხდომების ორგანიზება.“.

3. 41 მუხლის მე-2 პუნქტის “გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მოქალაქეთა განცხადებების, თანამშრომელთა შუამდგომლობების, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში არსებულ ადმინისტრაციულ და ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის განხილვა, შემოწმება და შედეგების მინისტრისათვის წარდგენა;“.

4. 41 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის კომპეტენციაა:

ა) განათლებისა და მეცნიერების ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება;

ბ) ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;

გ) განათლების ინფრასტრუქტურის ინსტიტუციური მოწყობის შესახებ წინადადებების მომზადება და პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფა.

4. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) მასმედიასთან ურთიერთობა პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, სამინისტროს საზოგადოებრივი ღონის-ძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

ბ) სამინისტროს საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება, მათ შორის სამინისტროს საქმიანობის ამსახველი საგამომცემლო მასალის მომზადება;

გ) სამინისტროს ვებგვერდის წარმოება;

დ) ცხელი ხაზის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ე) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონ-მდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლება-მოსილებათა განხორციელება.“.

5. 41 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ფინანსური რესურსების დეპარტამენტის კომპე-ტენციაა:

ა) სამინისტროს ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;

ბ) სამინისტროს ფინანსური სახსრების მართვა;

გ) სამინისტროს საშტატო ნუსხის შემუშავება;

დ) სამინისტროსათვის საჭირო საბუღალტრო აღრიცხვა, სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულების ფინანსური ანგარიშგების შემოწმება და ბალანსის შედგენა;

ე) სამინისტროს შესყიდვების განხორციელება;

ვ) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა გნხორციელება.

7. მატერიალური რესურსების დეპარტამენტის კომპეტენციაა:

ა) სამინისტროს შენობა-ნაგებობათა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-განახლება;

ბ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის მატერიალურ-ტექნიკური, მათ შორის საკომუნიკაციო და ელექტრონული უზრუნველყოფა;

გ) სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღრიცხვა და ამ ბაზასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მომზადება;

დ) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.“.

6. 41 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“10. პროგრამების დეპარტამენტის კომპეტენციაა:

ა) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების, მეცნიერების მართვისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მზრუნველობას მოკლებული ბავშვების ზრუნვის სფეროში ეროვნული და რეგიონული პროგრამებისა და პროექტების კოორდინაცია;

ბ) საქართველოს სახელმწიფო ენის განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამების შემუშავება, მათი განხორციელება და შესრულების კონტროლი;

გ) ეროვნულ უმცირესობათა ენების დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;

დ) სკოლამდელ აღზრდა/სწავლებასთან და სასკოლო ინიციატივებთან დაკავშირებული, ასევე სამოქალაქო ინტეგრაციაზე ორიენტირებული და საერთაშორისო პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელება.

11. ბავშვზე ზრუნვის სამსახურის კომპეტენციაა:

ა) ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა შვილად აყვანის, შვილობილად აყვანის, მეურვეობისა და მზრუნველობის პროცესის წარმართვა და კოორდინაცია, გასაშვილებელ ბავშვთა და შვილად აყვანის მსურველთა ცენტრალური საინფორმაციო ბანკის წარმოება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციების უზრუნველყოფა;

ბ) ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში განთავსების კოორდინაცია და კონტროლი.“.

7. 41 მუხლს დაემატოს მე-12, მე-13, მე-14, მე-15 და მე-16 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

“12. კადრების სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საქმიანობის ინსტრუქციების შემუშავების კოორდინაცია;

ბ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობის შემუშავების კოორდინაცია და სამინისტროს სისტემის საკადრო რესურსების მართვის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

გ) სამინისტროს საშტატო ნუსხის შედგენაში მონაწილეობა;

დ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სხვა თანამდებობაზე გადაყვანის, წახალისების, გათავისუფლების, შვებულების, მივლინებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, აგრეთვე სამინისტროში სტაჟიორად აყვანის შესახებ წინადადებებისა და ბრძანებების პროექტების მომზადება;

ე) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა და წარმოება, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნა, მისი სრულყოფა და სისტემატიზაცია;

ვ) ატესტაციისა და სამინისტროს სისტემაში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსების გამართვის ორგანიზაციული უზრუნველყოფა დადგენილი წესით;

ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ორგანოების ხელმძღვანელების სამინისტროში კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციისათვის წარმოდგენილი დოკუმენტების მომზადება;

13. კანცელარიის კომპეტენციაა:

ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის ერთიანი საქმისწარმოების ორგანიზება;

ბ) სამინისტროში ოფიციალურად შესული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, სისტემატიზაცია და მისი ოპერატიული მიწოდება სამი-ნისტროს ხელმძღვანელობისა და შემსრულებლებისათვის;

გ) სამინისტროს კორესპონდენციის, მათ შორის კონტროლზე აყვანილ დავალებათა დადგენილ ვადებში შესრულების კონტროლი;

დ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;

ე) საქმისწარმოებაში დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და გადაცემა არქივისათვის არსებული წესის თანახმად;

ვ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ზ) სამინისტროს მისაღების ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

14. სტუდენტთა და მეცნიერთა სოციალური ხელშეწყობის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) სტუდენტთა და მეცნიერთა სოციალური ხელშეწყობის პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება;

ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის და სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტებისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტების გაცემის პროცესის ორგანიზება;

გ) უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების დაფინანსების შესახებ წინადადებების მომზადება;

დ) უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის მობილურობისა და სხვა ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა;

ე) უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების პროგრამების მართვა.

15. კვლევების სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) განათლების, მეცნიერებისა და ბავშვზე ზრუნვის სფეროში მიმდინარე პროცესების, მათ შორის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების შედეგების კვლევის დაგეგმვა;

ბ) განათლების, მეცნიერებისა და ბავშვზე ზრუნვის სფეროში მიმდინარე პროცესების, მათ შორის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების შედეგების უშუალოდ ან მესამე პირების მეშვეობით კვლევა;

გ) განათლების სისტემის ძირითადი ინდიკატორების შემუშავება;

16. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სამსახურის კომპეტენციაა:

ა) სამინისტროს საინფორმაციო საჭიროებებიდან გამომდინარე სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებისა და სამეურვეო საბჭოს წევრების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერების, რექტორების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელების რეესტრების წარმოება;

გ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა, სტუდენტთა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესეულება-თა, მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების რეესტრის, აგრეთვე სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებათა რეესტრების წარმოება;

დ) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტბრუნვის ორგანიზება და კონტროლი;

ე) იმ პირთა აღრიცხვა, რომელთაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშეწყობისათვის ან ნარკოტიკული საშუალების გასაღებისათვის ჩამოერთვათ პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;

ვ) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.“.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე