„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში გადაცემული ან/და მათ ბალანსზე რიცხული, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სამხედრო დანიშნულების ქონების განკარგვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 20 დეკემბრის №595 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 594
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/12/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 040090000.10.003.023804
594
26/12/2022
ვებგვერდი, 27/12/2022
040090000.10.003.023804
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში გადაცემული ან/და მათ ბალანსზე რიცხული, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სამხედრო დანიშნულების ქონების განკარგვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 20 დეკემბრის №595 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №594

2022 წლის 26 დეკემბერი

   ქ. თბილისი

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში გადაცემული ან/და მათ ბალანსზე რიცხული, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სამხედრო დანიშნულების ქონების განკარგვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 20 დეკემბრის №595 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში გადაცემული ან/და მათ ბალანსზე რიცხული, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სამხედრო დანიშნულების ქონების განკარგვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 20 დეკემბრის №595 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/12/2021, 040090000.10.003.023151) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

„მუხლი 31. აქტის ფორმა

ამ დებულებით განსაზღვრული აქტების (მიღება-ჩაბარების, გადაკეთების, გამოყენების, დაშლის, დახარისხების, გადამუშავების, განადგურების) ფორმები მტკიცდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

2. მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები:

„6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პირი ადგენს დახარისხების აქტს, რომელშიც აისახება დახარისხებული ვარგისი და უვარგისი ქონების დასახელება, მახასიათებლები, რაოდენობა/ზომა/ წონა/მოცულობა.

7. დახარისხების აქტი წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაშლილი სამხედრო დანიშნულების ქონების აღრიცხვიდან მოხსნისა და დაშლის შედეგად მიღებული ქონების აღრიცხვაზე აყვანის საფუძველს.“.

3. მე-19 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. უტილიზაციას (გადამუშავებას) დაქვემდებარებული ქონება ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ პირს გადაეცემა მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომელშიც აღიწერება უტილიზებას (გადამუშავებას) დაქვემდებარებული ქონების დასახელება, მახასიათებლები, რაოდენობა/ზომა/წონა/მოცულობა.“.

4. მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. განადგურებას დაქვემდებარებული ქონება ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ პირს გადაეცემა მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომელშიც აღიწერება განადგურებას დაქვემდებარებული ქონების დასახელება, მახასიათებლები, რაოდენობა/ზომა/წონა/ მოცულობა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი