დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2020 − 2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის პროექტების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 მარტის №200 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 591 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/12/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260050.10.003.023802 |
591
26/12/2022
ვებგვერდი, 27/12/2022
010260050.10.003.023802
„2020 − 2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის პროექტების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 მარტის №200 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
|
„2020 − 2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის პროექტების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 მარტის №200 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2020 − 2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის პროექტების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 მარტის №200 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/03/2020, 010260050.10.003.021912) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2020 − 2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის პროექტების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების განსაზღვრის წესის“ მე-8 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. გრანტის მიმღებს, პროექტის განხორციელების მიზნით, თანხა გადაეცემა ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად გამოცემული საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე. ცენტრალურ დონეზე (სრიგპ-ის მესამე პრიორიტეტის ფარგლებში) პროექტის განხორციელების მიზნით, გრანტის მიმღებს თანხა გადაეცემა მის მიერ წარდგენილი პროგრამის შინაარსის გათვალისწინებით. 6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე გამოყოფილი სახსრების ფარგლებში თანხების კანონიერად, მიზნობრივად და რაციონალურად განკარგვაზე პასუხისმგებელია შესაბამისი გრანტის მიმღები.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები