დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 129 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/12/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.017314 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 140130000.22.034.016246) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:
1. მე-12 მუხლის: ა) მე-3 პუნქტის: ა.ა) „ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.გ) მიღებული აქვს სრული ზოგადი განათლება, თუ ის ინიშნება უბნის ინსპექტორის, სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორის, პატრულ-ინსპექტორის (მესაზღვრე-კონტროლიორი) ან ტურისტული უსაფრთხოების ინსპექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე;“; ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) იმ შემთხვევაში, თუ საშტატო ერთეულით გათვალისწინებული თანამდებობა ითვალისწინებს გამოძიების ფუნქციის განხორციელებას, მისაღებ/დასანიშნ კანდიდატს უნდა ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება;“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საბრძოლო ან/და ობიექტების დაცვის (გარდა დაცვის პოლიციისა) ფუნქციის განმახორციელებელ თანამდებობებზე მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობის ჩათვლით, ასევე საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ტექნოლოგიებისა და განვითარების სამმართველოში განყოფილების უფროსზე უფრო დაბალ თანამდებობაზე, შესაძლებელია დაინიშნოს სრული ზოგადი განათლების მქონე პირი.“. 2. 75-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) უფროსი დეტექტივი და დეტექტივი, უბნის უფროსი ინსპექტორი, უბნის ინსპექტორი; ბ) უფროსი გამომძიებელი და გამომძიებელი;“. 3. 81-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ა) სამინისტროს ოპერატიული ქვედანაყოფის უფროსის (დეპარტამენტის დირექტორი, მთავარი სამმართველოს უფროსი, სამმართველოს უფროსი, სამსახურის უფროსი და განყოფილების უფროსი, აგრეთვე მათი მოადგილეები), უფროსი გამომძიებლის, გამომძიებლის, უფროსი დეტექტივის, დეტექტივის, უბნის უფროსი ინსპექტორის ან უბნის ინსპექტორის თანამდებობიდან უფრო დაბალ ან ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნის დროს; ა.ბ) სამინისტროს სხვა დანაყოფის ოპერატიულ-სამძებრო ან/და საგამოძიებო საქმიანობის განმახორციელებელი მოსამსახურის უფრო დაბალ თანამდებობაზე დანიშვნის დროს, გარდა უფროსი გამომძიებლისა და გამომძიებლის თანამდებობისა;“. 4. 82-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ამ წესის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განათლების მოთხოვნები (განათლების ცენზი) არ გამოიყენება იმ მოსამსახურის დაწინაურებისას (განყოფილების უფროსის ჩათვლით), რომელსაც 2018 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით დაკავებული ჰქონდა შტატით გათვალისწინებული ისეთი თანამდებობა, რომელიც ითვალისწინებდა გამოძიების ფუნქციის განხორციელებას და მას შემდეგ უწყვეტად უჭირავს იმავე ფუნქციის მქონე თანამდებობა, ან რომელსაც 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით დაკავებული ჰქონდა უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ანდა უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობა.“. 5. 82-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი: „10. ამ წესის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული 5-წლიანი სამუშაო გამოცდილების მოთხოვნა არ გამოიყენება სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს (გარდა ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დეპარტამენტისა) მოსამსახურის მიმართ, რომელსაც 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოში უკავია უბნის უმცროსი ინსპექტორის ან უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობა და იგი 2023 წლის 10 იანვრამდე დაინიშნება სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს დეტექტივის თანამდებობაზე.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები