დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 იანვრის №06/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 143/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/12/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430090000.22.022.018250 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 იანვრის №06/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30/01/2019, სარეგისტრაციო კოდი: 430090000.22.022.017630) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების: 1. მე-3 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) 2023 წლის 31 დეკემბრამდე შექმნას და დანერგოს: გ.ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში (შემდგომ – სკოლა) უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის შეფასების მიზნით შესაბამისი ელექტრონული პროგრამა; გ.ბ) სკოლაში ძალადობის რისკების შეფასების მიზნით შესაბამისი მექანიზმები; გ.გ) ფსიქოლოგთან ან სოციალურ მუშაკთან კონსულტაციის მობილური სატელეფონო აპლიკაცია.“; ბ) მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. პირველი მუხლით დამტკიცებული „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების: ა) 46-ე მუხლის: ა.ა) მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ა.ბ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს. ბ) 63-ე მუხლის: ბ.ა) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. ბ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მანდატურის სამსახური უზრუნველყოფს ელექტრონულ საინფორმაციო ბაზაში (erofficers.emis.ge) უფლებამოსილი პირის მიერ დაფიქსირებული დარღვევების/სავარაუდო დარღვევების ანალიზს, რაც შესაძლებელია გახდეს შესაბამის სკოლაში მანდატურის განაწილების საფუძველი.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები