დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ზოგიერთ საარჩევნო ღონისძიებათა ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35/2003 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 22/10/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 122, 23/10/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.190.020.13.007.006.154 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.154.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო
კომისიის დადგენილება №35/2003
2003 წლის 22 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებათა ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი I
2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში იმ ამომრჩეველთა შეყვანის ახალ ვადად, რომლებიც კენჭისყრის დღეს სამკურნალოდ წვანან საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში, ან წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან, განისაზღვროს არა უგვიანეს 30 ოქტომბრისა.
მუხლი II
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი III
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ნანა დევდარიანი
კომისიის მდივანი გიორგი მიქანაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები