დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 28 დეკემბრის №79 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 75 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
მიღების თარიღი | 23/12/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 010220020.16.009.016590 |
|
„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 28 დეკემბრის №79 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლისა და მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, აგრეთვე, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე და 23-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს: |
მუხლი 1 |
„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 28 დეკემბრის №79 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 29/12//2020, სარეგისტრაციო კოდი: 010220020.16.009.016430) დამტკიცებულ „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საერთო ხელმძღვანელობას უწევს ადმინისტრაციული დეპარტამენტის, შესყიდვების, ქონების მართვისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის, საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტისა და კომპიუტერულ-ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საქმიანობას;“. 2. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;”. 3. 23-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საქართველოს ფარგლებს გარეთ კომისიის თავმჯდომარის, წევრებისა და აპარატის თანამშრომლების ვიზიტების პროტოკოლური უზრუნველყოფა, აგრეთვე, ადმინისტრაციულ დეპარტამენტსა და სხვა შესაბამის დეპარტამენტთან/დეპარტამენტებთან თანამშრომლობით, საქართველოში შეხვედრების, კონფერენციების, სემინარებისა და ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სხვა უცხოური ორგანიზაციების წარმომადგენლების ვიზიტების ორგანიზებაში მონაწილეობა;“. 4. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 24. ადმინისტრაციული დეპარტამენტი 1. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია: ა) კომისიის საქმიანობის ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ბ) იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება კომისიის სხვა სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებათა ფარგლებს, კომისიის ურთიერთობების კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირთან, არასამთავრობო ორგანიზაციასთან და ამ ურთიერთობების კოორდინაციისათვის საჭირო მოქმედებების განხორციელება; გ) კომპეტენციის ფარგლებში მემორანდუმის, ხელშეკრულების პროექტების მომზადება და მათი გაფორმების ორგანიზება; დ) გენდერული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება; ე) დასაქმებულთა მხრიდან საქართველოს შრომის კანონმდებლობისა და კომისიის შიდაორგანიზაციული აქტების მოთხოვნების სავარაუდო დარღვევის ფაქტების შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დისციპლინური წარმოების პროცესის ორგანიზება; ვ) სახელმწიფო საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება; ზ) კომისიის საქმიანობის პროტოკოლური უზრუნველყოფა, გარდა საქართველოს ფარგლებს გარეთ კომისიის თავმჯდომარის, წევრებისა და აპარატის თანამშრომლების ვიზიტების პროტოკოლური უზრუნველყოფისა; თ) შრომის შინაგანაწესის შემუშავება, დასაქმებულთა მიერ შინაგანაწესისა და სამსახურებრივი მოვალეობების, მათ შორის ეთიკისა და ქცევის წესების შესრულებაზე ზედამხედველობა; ი) კომისიაში პერსონალური მონაცემების, კონფიდენციალური ინფორმაციის, სამსახურებრივი, პროფესიული და კომერციული საიდუმლოებების დაცვის უზრუნველყოფა; კ) ადმინისტრაციულ, ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სფეროებში საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების კვლევა და ანალიზი; ლ) კომისიის ადამიანური რესურსების მართვა; მ) ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება; ნ) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკისა და პროცედურების შესახებ დასაქმებულთა პერიოდული ინფორმირება; ო) ადამიანური რესურსების დადგენილი წესით შერჩევისა და კარიერული განვითარების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, პ) საშტატო თანამდებობისა და არასაშტატო პოზიციებისთვის სამუშაო აღწერილობების შემუშავება; ჟ) დასაქმებულთა პირადი საქმეების წარმოება, ადმინისტრირება და ელექტრონულ პროგრამაში ინტეგრირება; რ) დასაქმებულთა პროფესიული საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი კვალიფიკაციისა და ცნობიერების ამაღლების პროცესის კოორდინირება; ს) დასაქმებულთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების პროცესის ადმინისტრირება და მის შესახებ ანგარიშგება; ტ) დადგენილი წესით დასაქმებულთა შვებულებისა და მივლინების ორგანიზება; უ) ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული კომისიის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, მიღებული სამართლებრივი აქტების სისტემატიზაცია და კომპეტენციის ფარგლებში მათ შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება; ფ) კომისიაში სტაჟირებისა და პრაქტიკის პროცესების ორგანიზება; ქ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ყოველწლიური ანგარიშის მომზადება; ღ) კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეთა განცხადებების მიღების პროცესის ორგანიზება; ყ) კომისიის ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა, მისი სისტემური ორგანიზება, კოორდინაცია და კონტროლი კომისიის საქმისწარმოების წესის შესაბამისად; შ) კომისიაში შემოსულ კორესპონდენციასთან მიმართებით შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოებისთვის განსაზღვრული ვადების დაცვის უზრუნველმყოფი ღონისძიებებისა და მონიტორინგის განხორციელება; ჩ) კომისიის სხდომების ორგანიზება და ოქმების წარმოება; ც) კომისიის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სისტემატიზებული სახით კომისიის შიდა ელექტრონულ რესურსზე განთავსების კონტროლი; ძ) კომისიის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების დადგენილი წესით სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციისა და ოფიციალურად გამოქვეყნების უზრუნველყოფა; წ) კომისიის სამართლებრივი აქტების უწყებრივი რეესტრის წარმოება; ჭ) კომისიის საარქივო საქმისწარმოების უზრუნველყოფა; ხ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების უზრუნველყოფა; ჯ) უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის წარმოება; უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შეტანილი მონაცემების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნების უზრუნველყოფა; ჰ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელება. 2. ადმინისტრაციულ დეპარტამენტში იქმნება ორი სამმართველო: ა) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო; ბ) საქმისწარმოების სამმართველო. 3. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ლ“-„ქ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს, ხოლო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში – „ჰ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფუნქციასა და უფლებამოსილებას. 4. საქმისწარმოების სამმართველო ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ღ“-„ჯ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს, ხოლო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში – „ჰ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფუნქციასა და უფლებამოსილებას.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები