დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 81 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
მიღების თარიღი | 23/12/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2022 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 300280000.16.009.016596 |
|
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 168-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს: |
მუხლი 1 |
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილების (სსმ III, 08.12.2008, №175, სარეგისტრაციო კოდი: 300.280.000.16.009.012.460) 51 მუხლში შევიდეს შემდეგი შინაარსის ცვლილება: „მუხლი 51. ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორის მომსახურების საფასური სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა“: „ა) ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზარზე დაშვების საფასური 6 000 ლარი/წელი – 2023 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე; ბ) ელექტროენერგიის დღიურ ბაზარზე დაშვების საფასური 2 000 ლარი/წელი – 2023 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე; გ) ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზარზე ნავაჭრი ელექტროენერგიისთვის საფასური 0.161 ლარი/მგვტ.სთ – 2023 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე; დ) ელექტროენერგიის დღიურ ბაზარზე ნავაჭრი ელექტროენერგიისთვის საფასური 0.155 ლარი/მგვტ.სთ – 2023 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე; ე) ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზარზე დამატებითი პორტფელის მომსახურების საფასური 500 ლარი/წელი – 2023 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე; ვ) ელექტროენერგიის დღიურ ბაზარზე დამატებითი პორტფელის მომსახურების საფასური 500 ლარი/წელი – 2023 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები