დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სპეციალური კონვერტების ხელმოწერით დამოწმების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25/2003 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 07/10/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 116, 08/10/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.220.020.13.007.006.122 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.13.007.006.122
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №25/2003
2003 წლის 7 ოქტომბერი
ქ. თბილისი
სპეციალური კონვერტების ხელმოწერებით დამოწმების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 59-ე მუხლის მე-3 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე დადგენილი ნიმუშის საარჩევნო ბიულეტენი ბათილად მიიჩნევა, თუ სპეციალურ კონვერტზე არ არის კომისიის ორი წევრის ხელმოწერა. ამასთან, ის ნორმა, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს კენჭისყრის ჩატარებისას კომისიის ორი წევრის მიერ სპეციალურ კონვერტზე ხელმოწერას, საარჩევნო კოდექსი არ ითვალისწინებს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი I. საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე დაკეცილი ბიულეტენი (ბიულეტენები) ამომრჩეველს მიაქვს თვალსაჩინო ადგილას განცალკევებით მდგარ მაგიდასთან, სადაც სპეციალური ბეჭდით დამმოწმებელი კომისიის წევრი ამოწმებს ბიულეტენის უკანა გვერდზე ხელმოწერების არსებობას და მათი არსებობის შემთხვევაში სპეციალური ბეჭდით დაამოწმებს მას, ამომრჩეველს მისცემს ხელმოწერილ და იმავე ბეჭდით დამოწმებულ სპეციალურ კონვერტს, რის შემდეგ ახორციელებს მარკირებას. სპეციალურ კონვერტს ხელს აწერს ასევე იქვე მყოფი საამისოდ წილისყრით გამოვლენილი კომისიის წევრი.
მუხლი II. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი III. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ნ. დევდარიანი
კომისიის მდივანი გ. მიქანაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები