დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 13 აგვისტოს №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 73 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 22/12/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300300000.16.009.016588 |
|
„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 13 აგვისტოს №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლისა და მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, აგრეთვე, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 13 აგვისტოს №47 დადგენილების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 14.08.2020, სარეგისტრაციო კოდი: 300300000.16.009.016397) პირველი პუნქტით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესებში“ შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-18 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მომსახურების საფასურის გადახდის ვადა არ უნდა იყოს ქვითრის მომზადებიდან 15 კალენდარულ დღეზე ნაკლები. თავისუფალი მიმწოდებელი და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი, გარდა მცირე საწარმოსი, უფლებამოსილი არიან, მიწოდების ხელშეკრულებით შეთანხმდნენ მომსახურების საფასურის გადახდის სხვა ვადაზე. ამ შემთხვევაში, მომსახურების საფასურის გადახდის ვადა არ უნდა იყოს ქვითრის მომზადებიდან 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები.“; ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი სრულად არ გადაიხდის მომსახურების საფასურს ამ მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში ან მიმწოდებელი და მომხმარებელი არ შეთანხმდებიან ამ მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად ვალდებულების ეტაპობრივ შესრულებაზე, მიმწოდებელი უფლებამოსილია, შესაბამის სისტემის ოპერატორს მოსთხოვოს ამ მომხმარებლისთვის მიწოდების შეწყვეტა. ამ პუნქტის მიზნებისთვის, გადახდა ჩაითვლება სრულად, თუ მომსახურების საფასურის ოდენობას აკლია 2 ლარი ან ნაკლები.“. 2. 23-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის, საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებლის ან ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის მომხმარებლისთვის.“; ბ) მე-5 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, მომხმარებელს პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნა უნდა წარედგინოს შესაბამისი ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტის დადგომის მომდევნო საანგარიშო პერიოდში. მიმწოდებლის მიერ პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების გამოუყენებლობა ჩაითვლება ამ უფლებაზე უარად.“. 3. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მიმწოდებელი ვალდებულია, დეპოზიტის დასაბუთებული მოთხოვნა ასახოს ქვითარში, შესაბამისი საფუძვლის მითითებით. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია: ა) მომხმარებლის მიერ 12-თვიანი უწყვეტი პერიოდის განმავლობაში მომსახურების საფასურის გადახდის ვადის ორჯერ დარღვევის შემთხვევაში, მომხმარებელს აცნობოს მომსახურების საფასურის გადახდის ვადის მესამედ დარღვევისას ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დეპოზიტის მოთხოვნის უფლების შესაძლო გამოყენების შესახებ; ბ) მომსახურების საფასურის გადაუხდელობის საფუძვლით მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელმა, მიწოდების შეწყვეტიდან 3 თვის შემდეგ, მომხმარებელს უნდა აცნობოს მომსახურების საფასურის 5 ან მეტი თვის განმავლობაში გადაუხდელობის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დეპოზიტის მოთხოვნის უფლების შესაძლო გამოყენების შესახებ.“. 4. 28-ე მუხლის მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: „61. თუ უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი არ იყენებს ამ წესების მე-18 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას და საყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის დადგენილი წესით გადაუხდელობის შემთხვევაში, არ წარუდგენს შესაბამის სისტემის ოპერატორს მიწოდების შეწყვეტის თაობაზე მოთხოვნას, კომისია უფლებამოსილია, საყოფაცხოვრებო მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, განსაზღვროს მომსახურების საფასურის გადახდის ეტაპობრივი გეგმა, ამ წესების მე-18 მუხლის მე-14 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით. კომისიის მიერ განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდის ეტაპობრივი გეგმით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადა არ უნდა აღემატებოდეს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის ავტორიზაციის ვადას.“. |
| მუხლი 2 |
1.
ეს დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2023 წლის 1 თებერვლიდან. 3. ამ დადგენილების პირველი მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 24 ნოემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები