დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 85 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 23/12/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300280000.16.009.016600 |
|
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 168-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილების (სსმ III, 2008 წლის 8 დეკემბერი, №175, მუხ. 1791, სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.16.009.012.460) მე-2 მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „ბ) შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ (თბილსრესის №3, №4 ბლოკები) 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 მარტამდე პერიოდში – 45 483 ლარი/დღე, მათ შორის: ბ.ა) №3 ბლოკისთვის – 21 757 ლარი/დღე; ბ.ბ) №4 ბლოკისთვის – 23 726 ლარი/დღე;“. 2. მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) 89 დღისა – შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისთვის“ (თბილსრესის №3 ბლოკი); გ) 89 დღისა – შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისთვის“ (თბილსრესის №4 ბლოკი);“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები