„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დებულების დამტკიცების თაობაზე" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2013 წლის 23 აგვისტოს N209 ბრძანებასა და ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 01-01/1
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 27/12/2022
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 01/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.33.058.016156
01-01/1
27/12/2022
ვებგვერდი, 28/12/2022
040030000.33.058.016156
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დებულების დამტკიცების თაობაზე" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2013 წლის 23 აგვისტოს N209 ბრძანებასა და ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №01-01/1

2022 წლის 27 დეკემბერი

ქ. ბათუმი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დებულების დამტკიცების თაობაზე" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2013 წლის 23 აგვისტოს N209 ბრძანებასა და ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის, „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 30 ივნისის №21 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების  მე-3 მუხლის  მე-3 პუნქტის ,,ლ“ და ,,ე“ ქვეპუნქტების თანახმად, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დებულების დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2013 წლის 23 აგვისტოს N209 ბრძანებასა და ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდი, 26/08/2013, ს/კ 040030000.33.058.016048) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსუფ ზოიძის სახელობის ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დებულების დამტკიცების შესახებ“;

ბ) ბრძანებასა და ბრძანებით დამტკიცებულ  დებულებაში ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი“-ს ნაცვლად მიეთითოს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იუსუფ ზოიძის სახელობის ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი“.

2. ბრძანება ამოქმედდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დაფუძნების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 4 აპრილის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2022 წლის 22 დეკემბრის №14 დადგენილების ამოქმედებისთანავე.

3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში (მის:  ქალაქი ბათუმი, კ. გამსახურდიას ქ. N9), შემდეგ კი – ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქალაქი ბათუმი, სტ. ზუბალაშვილის ქ. 30) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთი თვის ვადაში.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმაია ხაჯიშვილი