საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს მიერ განსახორციელებელი და მიმდინარე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დამატებით ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს მიერ განსახორციელებელი და მიმდინარე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დამატებით ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 326
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი
მიღების თარიღი 01/10/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 119, 16/10/2003
სარეგისტრაციო კოდი 130.070.000.11.111.006.118
326
01/10/2003
სსმ, 119, 16/10/2003
130.070.000.11.111.006.118
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს მიერ განსახორციელებელი და მიმდინარე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დამატებით ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 130.070.000.11.111.006.118

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის

ბრძანება №326

2003 წლის 1 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს მიერ განხორციელებული და მიმდინარე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 12 იანვრის №14 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების მე-12 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს მიერ განხორციელებული და მიმდინარე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით, ვბრძანებ:

1. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა პერსონალურად უზრუნველყონ 2002-2003 წლებში განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის პროცესში „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნების განუხრელად შესრულება.

2. ინფორმაცია, რომელიც არ ეხება პირის დანაშაულებრივ ქმედებას, მაგრამ შეიცავს მის მაკომპრომეტირებელ ცნობებს, დაუყოვნებლივ განადგურდეს, რის შესახებაც შედგეს შესაბამისი ოქმი სამ ეგზემპლარად. ერთი დაერთოს საქმეს, მეორე – გაიგზავნოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, მესამე – სამინისტროს ინსპექტირებისა და საკუთარი უშიშროების დეპარტამენტში.

3. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მხრიდან „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს ინსპექტირებისა და საკუთარი უშიშროების დეპარტამენტს.

4. „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის აღმოჩენისას ინსპექტირებისა და საკუთარი უშიშროების დეპარტამენტმა შეიმუშაოს და წარმოადგინოს წინადადებები გამოვლენილი ნაკლოვანებების გამომწვევი მიზეზებისა და მათი აღმოფხვრის შესახებ.

5. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ გასულ წლებში განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის შესწავლის მიზნით, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში შეიქმნას კომისია.

6. სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა ინსპექტირებისა და საკუთარი უშიშროების დეპარტამენტთან ერთად, ორ თვეში ერთხელ, წარმოადგინონ ანგარიში „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნების შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

7. წინამდებარე ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს სამინისტროს ადმინისტრაციას.

8. ბრძანება გაეცნოს სამინისტროს პირად შემადგენლობას.

9. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ვ. ხაბურძანია