დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| დებულების ,,ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტისა და მისი გაცემის წესის შესახებ” დამტკიცების თაობაზე სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2000 წლის 1 ივნისის №10/37 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10/181 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 30/09/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 115, 07/10/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/12/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 390.010.000.12.212.006.110 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 390.010.000.12.212.006.110
საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის
ბრძანება №10/181
2003 წლის 30 სექტემბერი
ქ. თბილისი
დებულების „ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტისა და მისი გაცემის წესის შესახებ” დამტკიცების თაობაზე” სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2000 წლის 1 ივნისის №10/37 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე ვბრძანებ:
1. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „დებულების „ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტისა და მისი გაცემის წესის შესახებ” დამტკიცების თაობაზე” სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2000 წლის 1 ივნისის №10/37 ბრძანებით (გამოქვეყნებული საკანონმდებლო მაცნე, 200 წ., III ნაწილი №49) დამტკიცებული დებულების V თავის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი.
2. დაევალოს ტყის აღრიცხვისა და ტყით სარგებლობის სამმართველოს აღნიშნული ბრძანების სარეგისტრაციოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში წარდგენა.
3. ეს ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
მ. დვალი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები