დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| აფთიაქიდან ნარკოტიკული საშუალების გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 221/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/09/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 117, 10/10/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470.230.000.11.119.006.109 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (10/10/2003 - 14/03/2013)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.006.109
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №221/ნ
2003 წლის 30 სექტემბერი
ქ. თბილისი
აფთიაქიდან ნარკოტიკული საშუალების გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს აფთიაქიდან ნარკოტიკული საშუალების გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმა (დანართი № 1) და მისი გაცემის წესი (დანართი № 2).
2. ამ ბრძანების გაცნობა ყველა შესაბამისი აფთიაქისათვის დაევალოს მინისტრის აპარატს (გ.ჩახვაძე).
3. კონტროლი ამ ბრძანების შესარულებაზე განახორციელოს მინისტრის მოადგილემ ი.კალანდაძემ.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
ა. გამყრელიძე
დანართი № 1
აფთიაქიდან ნარკოტიკული საშუალების გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმა
| აფთიაქის შტამპი
ცნობა № 000000
200 წლის ––––––––––––––––––––––––––––––– (რიცხვი, თვე)
მოქალაქე ––––––––––––––––––––––––––––––––––– -ზე (სახელი გვარი)
გაიცა ნარკოტიკული საშუალება
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (ნარკოტიკული საშუალების დასახელება)
რაოდენობით –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (ამპულის, აბის, ფლაკონის და ა.შ. რაოდენობა)
აფთიაქის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა –––––––––––––––––––––––––– ბ.ა. |
დანართი № 2
აფთიაქიდან ნარკოტიკული საშუალების გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის წესი
1. აფთიაქიდან ნარკოტიკული საშუალების გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი (შემდგომში – ცნობა) გაიცემა ნარკოტიკული საშუალების ყოველი გაცემისას, მხოლოდ მის მიმღებ ფიზიკურ პირზე.
2. ცნობის გაცემის დამადასტურებელი ჩანაწერი კეთდება ფორმა № 1 იმ რეცეპტის ბლანკის უკანა გვერდზე, რომლის საფუძველზეც გაიცა ნარკოტიკული საშუალება. ჩანაწერში ფიქსირდება ცნობის ნომერი და გაცემის თარიღი. ცნობის მიღების თაობაზე ჩანაწერს ხელმოწერით ადასტურებს ნარკოტიკული საშუალების მიმღები ფიზიკური პირი.
3. ცნობის მოქმედების ვადა განისაზღვრება 3 დღით გამოწერის თარიღის ჩათვლით, რის შესახებაც აფთიაქის პასუხისმგებელი ფარმაცევტი ვალდებულია გააფრთხილოს ნარკოტიკული საშუალების მიმღები ფიზიკური პირი.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები