დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და მატერიალურ-ტერქნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2022 წლის 13 დეკემბრის №07-322234749 მოხსენებითი ბარათის განხილვის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 75 |
| დოკუმენტის მიმღები | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 16/12/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/12/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.159.016006 |
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №75
2022 წლის 16 დეკემბერი
ქ. მარნეული
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და მატერიალურ-ტერნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2022 წლის 13 დეკემბრის №07-322234749 მოხსენებითი ბარათის განხილვის შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 16 დეკემბრის სხდომის №16 ოქმის მე-5 საკითხის შესაბამისად, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 15 დეკემბრის №32-322234985 წერილით შემოსული მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2022 წლის 13 დეკემბრის №07-322234749 მოხსენებითი ბართით შემოსული დოკუმენტაციის გათვალისწინებით
1. დამტკიცდეს ქალაქ მარნეულში მდებარე უსახელო გეოგრაფიული ობიექტების სახელდება დანართი №1-ის მიხედვით.
2. კონტროლი განკარგულების შესრულებაზე განახორციელოს მარნეულის მუნიცპალიტეტის მერის მოადგილემ თემურ შუბითიძემ.
3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოში (მის: ქ. ბოლნისი, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა №113), მისი ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში.
4. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს შესაბამისი ქმედების განხორციელება განკარგულების პირველი პუნქტის აღსასრულებლად.
5. განკარგულება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მარნეულის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე
დანართი №1
მარნეულის მუნიციპალიტეტი, ქალაქი მარნეული
ა) ქალაქ მარნეულში მდებარე უსახელო გეოგრაფიული ობიექტების სახელდება
|
გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდება |
შენიშვნა |
|
1-ლი ქუჩა |
|
|
1-ლი ქუჩის I შესახვევი |
|
|
მე-2 ქუჩა |
|
|
მე-3 ქუჩა |
|
|
მე-4 ქუჩა |
|
|
მე-5 ქუჩა |
|
|
მე-6 ქუჩა |
|
|
მე-7 ქუჩა |
|
|
მე-8 ქუჩა |
|
|
მე-9 ქუჩა |
შენიშვნა: აღნიშნული დანართი განიხილება სიტუაციურ ნახაზებთან ერთად.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები