დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 887 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/01/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/01/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.027.017377 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.07.2015წ., სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016589) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „გ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-3 მუხლის: ა) „ბ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ1) მოსახლეობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა იუსტიციის სახლის სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ამ მიზნით მოწყობილია შესაბამისი სივრცე;“; ბ) „ბ3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ3) იმ დასახლებებში, სადაც არ ფუნქციონირებს იუსტიციის სახლის ტერიტორიული ორგანოები და სტრუქტურული ერთეულები, მოსახლეობისთვის სახელმწიფო, მუნიციპალური და კერძო დაწესებულებების სერვისების მიწოდება იმ ტერიტორიული ორგანოს მეშვეობით, რომლის შემადგენლობაშიც შედის მობილური იუსტიციის სახლი;“. 3. მე-4 და მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. იუსტიციის სახლის მართვა „1. იუსტიციის სახლის მართვასა და ხელმძღვანელობას ახორციელებს იუსტიციის სახლის თავმჯდომარე (შემდგომ – თავმჯდომარე), რომელსაც, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. თავმჯდომარეს ჰყავს 3 მოადგილე, რომლებსაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავმჯდომარე. 3. თავმჯდომარის მოადგილეები სამსახურებრივ ზედამხედველობას უწევენ თავმჯდომარის იუსტიციის სახლის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებს. თავმჯდომარის მოადგილეების საკურატორო სფერო და უფლებამოსილება განისაზღვრება თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 4. თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, თავმჯდომარის მოვალეობას, მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ასრულებს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე. მუხლი 5. იუსტიციის სახლის სტრუქტურა 1. იუსტიციის სახლი მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით. 2. იუსტიციის სახლის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი; ბ) მარკეტინგისა და მომსახურების განვითარების დეპარტამენტი; გ) ხარისხის მართვის დეპარტამენტი; დ) საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტი; ე) შესყიდვების დეპარტამენტი; ვ) ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტი; ზ) იუსტიციის სახლების კოორდინაციის დეპარტამენტი, რომლის სტრუქტურული ერთეულები განისაზღვრება ამ დებულების №1 დანართის შესაბამისად; თ) ქორწინების სერვისების მართვისა და კოორდინაციის დეპარტამენტი, რომლის სტრუქტურული ერთეულებია (ქორწინების სახლებია): თ.ა) ქ. თბილისის №1 ქორწინების სახლი; თ.ბ) ქ. თბილისის №2 ქორწინების სახლი; თ.გ) ქ. თბილისის №3 ქორწინების სახლი; თ.დ) ქ. რუსთავის ქორწინების სახლი; თ.ე) ქ. ქუთაისის ქორწინების სახლი; თ.ვ) ქ. ბათუმის ქორწინების სახლი; ი) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი; კ) იურიდიული დეპარტამენტი; ლ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი; მ) სატელეფონო ცენტრი. 3. იუსტიციის სახლის ტერიტორიული ორგანოები განისაზღვრება ამ დებულების №2 დანართის შესაბამისად.“. 4. 51 მუხლი ამოღებულ იქნეს. 5. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. თავმჯდომარე თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს იუსტიციის სახლის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს იუსტიციის სახლს მესამე პირებთან ურთიერთობაში და იუსტიციის სახლის სახელით დებს გარიგებებს; გ) იუსტიციის სახლის ფუნქციებიდან გამომდინარე გასცემს წარმომადგენლობის დამადასტურებელ დოკუმენტს; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ე) ანაწილებს დავალებებს იუსტიციის სახლის თანამშრომლებზე და განსაზღვრავს დავალებების შესრულებაზე პასუხისმგებელ პირებს; აკონტროლებს მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მდგომარეობას; ვ) ამტკიცებს იუსტიციის სახლის საქმიანობის სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას; უზრუნველყოფს იუსტიციის სახლის სტრატეგიული მიზნების და ამოცანების განხორციელებას და იუსტიციის სახლის საქმიანობის შესაბამისობას სტრატეგიულ მიზნებთან; ზ) იუსტიციის სახლის ბიუჯეტის ფარგლებში ამტკიცებს პროექტებს, რომლებიც ემსახურებიან იუსტიციის სახლის საქმიანობის სტრატეგიით განსაზღვრული ამოცანების შესრულებას; თ) უზრუნველყოფს იუსტიციის სახლის მიერ გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებული საოპერაციო პრობლემების გადაჭრასა და საოპერაციო რისკების შემცირებას; ი) ამტკიცებს იუსტიციის სახლის საკუთარი სერვისების მიწოდების წესსა და პირობებს; კ) ამტკიცებს იუსტიციის სახლის შინაგანაწესს; ლ) შუამდგომლობს იუსტიციის სახლის მიზნების მიღწევისა და ფუნქციების შესასრულებლად საჭირო სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ; იღებს გადაწყვეტილებებს მათი განკარგვის თაობაზე; მ) უფლებამოსილია მოახდინოს კანონმდებლობით მინიჭებული ცალკეული უფლებამოსილების იუსტიციის სახლის თანამშრომელზე დელეგირება. დელეგირების ფაქტი თავმჯდომარეს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებულ ქმედებებთან და მის შედეგებთან დაკავშირებით; ნ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის სახლის თანამშრომლებს. მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს; ო) კონკრეტული საქმიანობის განხორციელების მიზნით ხელშეკრულების საფუძველზე იწვევს სპეციალისტებს, მათ შორის, უცხოელ სპეციალისტებს; პ) სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმების შედეგების საფუძველზე წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად, დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ იყენებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს; ჟ) უზრუნველყოფს იუსტიციის სახლის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების კოორდინირებულ საქმიანობას; რ) ამტკიცებს იუსტიციის სახლის მომსახურების სტანდარტებს; ს) განიხილავს და სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს იუსტიციის სახლის ბიუჯეტს, საშტატო ნუსხას და სახელფასო ფონდს; ტ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე იუსტიციის სახლის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტებს; უ) უფლებამოსილია იუსტიციის სახლის თანამშრომლებს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად განუსაზღვროს სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო; ფ) ამტკიცებს იუსტიციის სახლის თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობებს; ქ) ამტკიცებს იუსტიციის სახლის ბეჭდის, შტამპების ფორმებს და მათი გამოყენების წესს; ღ) იუსტიციის სახლის სისტემაში სტაჟირების გავლის მიზნით ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს; ყ) განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე, მათ შორის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემასა და პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირს (პირებს); შ) ზრუნავს იუსტიციის სახლის იმიჯზე/რეპუტაციაზე, მომსახურების ხარისხის შენარჩუნებაზე, ზრდასა და ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე; ჩ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს, რომლებიც მიმართულია იუსტიციის სახლის მიზნების მიღწევისა და ფუნქციების შესრულებისაკენ.“. 6. მე-8 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. სტრუქტურული ქვედანაყოფისა და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელობა“; ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. იუსტიციის სახლის სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავმჯდომარე. 2. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი პასუხისმგებელია სტრუქტურული ქვედანაყოფისა და მის შემადგენლობაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების ფუნქციების შესრულებაზე და კომპეტენციის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე.“; გ) 21 პუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები, რომელსაც/რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავმჯდომარე. 4. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე ან სხვა თანამშრომელი.“; ე) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს მენეჯერი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავმჯდომარე. მენეჯერის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული თანამშრომელი.“; ვ) მე-5 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, იუსტიციის სახლის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებების შესრულება.“; ზ) 51 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 52 პუნქტი: „52. სტრუქტურული ერთეულის მენეჯერის ფუნქციებია: ა) სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის შესახებ ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ანგარიშების წარდგენა; ბ) უფლებამოსილების ფარგლებში იუსტიციის სახლის მიერ გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებული განცხადების მიღება (მათ შორის, ზეპირად ან წერილობით მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში განცხადების ფორმის შევსება), რეგისტრაცია და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება; გ) სტრუქტურული ერთეულის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანალიზი; დ) სტრუქტურულ ერთეულში ადამიანური რესურსის საჭიროების განსაზღვრა და შესაბამისი დეპარტამენტისთვის ინფორმაციის მიწოდება; ე) დაქვემდებარებულ თანამშრომელთა შორის მოვალეობების განაწილება და მათ მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების კონტროლი; ვ) დაქვემდებარებულ თანამშრომელთა გადამზადების საჭიროების განსაზღვრა ამ ინფორმაციის შესაბამისი დეპარტამენტისთვის მიწოდება; ზ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებების შესრულება.“; თ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 7. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 82 მუხლი: „მუხლი 82. ადმინისტრაციული დეპარტამენტი ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) იუსტიციის სახლის საქმიანობის ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ბ) იუსტიციის სახლის მიზნებიდან გამომდინარე, საქმიანობის კოორდინაცია და ტექნიკური უზრუნველყოფის მონიტორინგი; გ) იუსტიციის სახლის პოლიტიკის დოკუმენტების შექმნის კოორდინაცია; დ) იუსტიციის სახლის წარმომადგენლობითი საკითხების (მათ შორის, საზღვარგარეთის ქვეყნებში) დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინაცია; ე) დელეგაციების მიღებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, დელეგაციების ვიზიტების პროგრამით გათვალისწინებული ოფიციალური მიღებების გამართვა, სტუმრების მიღება-გაცილება და სხვადასხვა ოფიციალურ პირთან შეხვედრების ორგანიზება; ვ) იუსტიციის სახლის საერთაშორისო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა; საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დონორი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა, კომპეტენციის ფარგლებში; ზ) შიდაორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით ერთგვაროვანი მიდგომების ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად, თანამშრომლებთან კომუნიკაცია; თ) იუსტიციის სახლის საქმისწარმოების სისტემის ორგანიზება; ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლო ინფორმაციის შემცველი კორესპონდენციის/დოკუმენტაციის დადგენილი წესისა და პროცედურის შესაბამისად შენახვა/სისტემატიზაცია; კ) იუსტიციის სახლში გამოსაყენებელი დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების შემუშავება და ადმინისტრირება; ლ) იუსტიციის სახლის შენობაში გარეშე პირთა შესვლისა და გასვლის ორგანიზაციული უზრუნველყოფა.“. 8. მე-10 მუხლის: ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ტერიტორიული ორგანოებიდან, სტრუქტურული ერთეულებიდან და სატელეფონო ცენტრიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, წინადადებებისა და რეკომენდაციების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;“; ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) მომსახურების პროცესში ერთიანი მიდგომებისა და სტანდარტიზებული პროცედურების დანერგვის მიზნით, ტერიტორიული ორგანოების, სტრუქტურული ერთეულებისა და სატელეფონო ცენტრისთვის მითითებებისა და ინსტრუქციების მიწოდება;“. 9. მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) იუსტიციის სახლის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვის, შენახვის და მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფა, ასევე, სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რაც აუცილებელია მაღალი ხარისხის სერვისის მისაწოდებლად;“. 10. 151 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 151. იუსტიციის სახლების კოორდინაციის დეპარტამენტი 1. იუსტიციის სახლების კოორდინაციის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) იუსტიციის სახლების საქმიანობის კოორდინაცია, ასევე, იუსტიციის სახლებსა და იუსტიციის სახლის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის გამართული კავშირისა და ურთიერთობის უზრუნველყოფა; ბ) იუსტიციის სახლების განვითარებისა და მათი საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი ანგარიშების მომზადება; წინადადებებისა და რეკომენდაციების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; გ) იუსტიციის სახლებში მომხმარებელთა მომსახურებასთან დაკავშირებით სამართლებრივი, პროცედურული, ტექნიკური და პროგრამული საკითხების იდენტიფიცირება, შესაბამისი სტრუქტურულ ქვედანაყოფებისათვის ინფორმაციის მიწოდება და მომხმარებელთათვის სერვისების შეუფერხებლად მიწოდების მონიტორინგი; დ) იუსტიციის სახლებში წარმოქმნილი პრობლემების იდენტიფიცირება და ამის შესახებ შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფ(ებ)ის დროული ინფორმირება; ე) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებიდან და იუსტიციის სახლებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, იუსტიციის სახლებში ადამიანური რესურსის საჭიროების განსაზღვრა, თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა და თანამშრომელთა გადამზადების საჭიროების თაობაზე იუსტიციის სახლის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისთვის ინფორმაციის მიწოდება; ვ) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების (კომპეტენციის ფარგლებში) ორგანიზაციული მხარდაჭერა; ზ) მობილური იუსტიციის სახლის მარშრუტების შედგენა და შესაბამისი წინადადებების ხელმძღვანელისთვის წარდგენა. 2. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის ფუნქციებია: ა) უფლებამოსილების ფარგლებში იუსტიციის სახლის მიერ გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებული განცხადების მიღება (მათ შორის, ზეპირად ან წერილობით მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში განცხადების ფორმის შევსება) და რეგისტრაცია; ბ) იუსტიციის სახლის სახელზე შემოსული კორესპონდენციის მიღება და რეგისტრაცია; გ) მომსახურებებთან დაკავშირებით მიღებული კორესპონდენციის, განცხადებისა და განცხადებაზე თანდართული დოკუმენტების სკანირება, შესაბამის ელექტრონულ პროგრამებში ატვირთვა და უფლებამოსილი ორგანოსთვის მიწოდება ელექტრონული ფორმით; დ) მომსახურებებთან დაკავშირებით მიღებული მატერიალური დოკუმენტების აღრიცხვა, დახარისხება, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და შესაბამისი დაწესებულებისათვის გადაცემა; ე) უფლებამოსილ პირთათვის შესაბამისი ორგანოს მიერ გასაცემი დოკუმენტების ან/და მიღებული გადაწყვეტილების გადაცემა, მათ შორის ფოსტის მეშვეობით გაგზავნა; ვ) უფლებამოსილების ფარგლებში გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებით მომხმარებლისათვის ინფორმაციის გადაცემა და კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა; ზ) მოქალაქეთა ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე; თ) სპეციალური სარიტუალო მომსახურებისა და შენობის გარეთ (ადგილზე) მომსახურების გაწევა; ი) სამოქალაქო ჩართულობის ხელშესაწყობად, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, ასევე სამოქალაქო სექტორისთვის, ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციისთვის შენობით სარგებლობის შესაძლებლობის უზრუნველყოფა.“. 11. 152 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) კანონმდებლობით და თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებისა და ფუნქციების განხორციელება.“. 12. 161 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 161. იურიდიული დეპარტამენტი იურიდიული დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) იუსტიციის სახლის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ბ) იუსტიციის სახლის საქმიანობასთან დაკავშირებით შესამუშავებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, სამართლებრივი შეფასება და მათი მიღების პროცესში ჩართულობა; გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ან/და ექსპერტიზა და ვიზირება; დ) განცხადებებთან და ადმინისტრაციულ საჩივრებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა; ე) სასამართლო დავებზე იუსტიციის სახლის წარმომადგენლობა; ვ) იუსტიციის სახლის სახელით დასადები ხელშეკრულებების (გარდა შრომითი ხელშეკრულებებისა და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებისა) მომზადება და ხელმოწერის პროცესის ორგანიზება; ზ) იუსტიციის სახლის სახელით დასადები სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების და შრომითი ხელშეკრულებების სამართლებრივი ექსპერტიზა და ვიზირება; თ) იუსტიციის სახლის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი და მათ შესახებ იუსტიციის სახლის ხელმძღვანელობის, სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების დროული ინფორმირება; ი) ტერიტორიული ორგანოების, სატელეფონო ცენტრისა და სტრუქტურული ერთეულების ფუნქციების შესასრულებლად სიახლეების, პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის და მითითებების დროული მიწოდება; კ) იუსტიციის სახლის სერვისებთან დაკავშირებით სახელმძღვანელო დოკუმენტებისა და ინსტრუქციების მომზადება და მათი თანამშრომლებისთვის გაცნობის უზრუნველყოფა; ლ) სერვისის გაცემასთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი მიდგომების იდენტიფიცირება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება მათი აღმოფხვრის მიზნით; მ) იუსტიციის სახლის საქმიანობასთან დაკავშირებით იუსტიციის სახლის თანამშრომლებისთვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა; ნ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.“. 13. 162 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შიდა აუდიტის დეპარტამენტი ფუნქციურად დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია მხოლოდ თავმჯდომარის წინაშე. თავმჯდომარის მიერ შიდა აუდიტის დეპარტამენტის ანგარიშებზე, დასკვნებსა და რეკომენდაციებზე რეაგირება ემსახურება მართვის ეფექტიანობისა და ეფექტურობის მიზნის მიღწევას. დაუშვებელია შიდა აუდიტის დეპარტამენტის საქმიანობაში ჩარევა ან მასზე სხვაგვარი ზემოქმედება საქმიანობის დაგეგმვის, განხორციელებისა და ანგარიშგების ნებისმიერ ეტაპზე.“; ბ) მე-3 პუნქტის: ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) იუსტიციის სახლში მიმდინარე პროცესების და საქმიანობის სფეროების აუდიტის და მონიტორინგის შედეგებზე ანგარიშების მომზადება და თავმჯდომარისთვის წარდგენა;“; ბ) „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) იუსტიციის სახლში სამართალდარღვევის, დისციპლინური გადაცდომის ან/და იუსტიციის სახლის მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შესახებ ცნობებთან (განცხადება, წერილი, საჩივარი, შეტყობინება, სხვა ინფორმაცია ან ფაქტი) დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, დასკვნის მომზადება და თავმჯდომარისთვის წარდგენა; ზ) იუსტიციის სახლის თანამშრომელთა სამსახურებრივი დისციპლინის შემოწმება, გამოვლენილი დისციპლინური გადაცდომების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე სათანადო რეკომენდაციებისა და პრევენციული წინადადებების შემუშავება და თავმჯდომარისთვის წარდგენა;“; გ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშების მომზადება და თავმჯდომარისთვის წარდგენა.“. 14. 24-ე და 25-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 24. იუსტიციის სახლის ტერიტორიული ორგანოების ორგანიზაციული მოწყობა და ხელმძღვანელობა 1. იუსტიციის სახლის ტერიტორიული ორგანოების ორგანიზაციული მოწყობა განისაზღვრება იუსტიციის სახლის თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2. ტერიტორიული ორგანოს შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს მობილური იუსტიციის სახლი, რომელიც დებულების მე-3 მუხლის „ბ3“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოფს იუსტიციის სახლის მომსახურებების მიწოდებასა და ტერიტორიული ორგანოს ფუნქციების განხორციელებას იუსტიციის სახლის თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ტერიტორიულ არეალში. 3. ტერიტორიულ ორგანოს ხელმძღვანელობს მენეჯერი, რომელსაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავმჯდომარე. 4. მენეჯერი პასუხისმგებელია ტერიტორიული ორგანოს მიერ მისი ფუნქციების შესრულებაზე და საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე. 5. ტერიტორიული ორგანოს მენეჯერს შესაძლებელია ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები, რომელსაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავმჯდომარე. 6. მენეჯერის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე (ასეთი არსებობის შემთხვევაში) ან თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული თანამშრომელი. 7. მენეჯერის ფუნქციებია: ა) ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის შესახებ ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ანგარიშების წარდგენა; ბ) ტერიტორიული ორგანოს მიერ განხორციელებული საქმიანობის ანალიზი, მათი საქმიანობის გაუმჯობესების გზების ძიება და წინადადებების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; გ) ტერიტორიული ორგანოში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და აღნიშნულის შესახებ შესაბამისი დეპარტამენტის დროული ინფორმირება; დ) ადამიანური რესურსის საჭიროების განსაზღვრა და შესაბამისი დეპარტამენტისთვის ინფორმაციის მიწოდება; ე) დაქვემდებარებულ თანამშრომელთა გადამზადების საჭიროების განსაზღვრა და შესაბამისი დეპარტამენტისთვის ინფორმაციის მიწოდება. ვ) დაქვემდებარებულ თანამშრომელთა შორის მოვალეობების განაწილება და მათ მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების კონტროლი; ზ) კანონმდებლობით და თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. მუხლი 25. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები ტერიტორიული ორგანოს ფუნქციებია: ა) უფლებამოსილების ფარგლებში იუსტიციის სახლის მიერ გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებული განცხადების მიღება (მათ შორის, ზეპირად ან წერილობით მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში განცხადების ფორმის შევსება) და რეგისტრაცია; ბ) სპეციალური სარიტუალო მომსახურებისა და შენობის გარეთ (ადგილზე) მომსახურების გაწევა; გ) იუსტიციის სახლის სახელზე შემოსული კორესპონდენციის მიღება და რეგისტრაცია; დ) მომსახურებებთან დაკავშირებით მიღებული კორესპონდენციის, განცხადებისა და განცხადებაზე თანდართული დოკუმენტების სკანირება, შესაბამის ელექტრონულ პროგრამებში ატვირთვა და უფლებამოსილი ორგანოსთვის მიწოდება ელექტრონული ფორმით; ე) მომსახურებებთან დაკავშირებით მიღებული მატერიალური დოკუმენტების აღრიცხვა, დახარისხება, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და შესაბამისი დაწესებულებისათვის გადაცემა; ვ) უფლებამოსილ პირთათვის შესაბამისი ორგანოს მიერ გასაცემი დოკუმენტების ან/და მიღებული გადაწყვეტილების გადაცემა; ზ) უფლებამოსილების ფარგლებში გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებით მომხმარებლისათვის ინფორმაციის გადაცემა და კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა; თ) კანონმდებლობითა და თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.“. 15. 26-ე–266 მუხლები ამოღებულ იქნეს. 16. 27-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სათათბირო ორგანო იქმნება, მისი ამოცანები, თავმჯდომარე, წევრები, მდივანი და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“. 17. დებულების დანართი ჩაითვალოს №1 დანართად და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 18. დებულებას დაემატოს თანდართული შინაარსის №2 დანართი. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2023 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
დანართი №1
იუსტიციის სახლების კოორდინაციის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები
დანართი №2
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის ტერიტორიული ორგანოები
1. ახალქალაქის იუსტიციის სახლი 2. ახალციხის იუსტიციის სახლი 3. ბათუმის იუსტიციის სახლი 4. ბოლნისის იუსტიციის სახლი 5. ბორჯომის იუსტიციის სახლი 6. გარდაბნის იუსტიციის სახლი 7. გურჯაანის იუსტიციის სახლი 8. გორის იუსტიციის სახლი 9. ზუგდიდის იუსტიციის სახლი 10. თბილისის გლდანის იუსტიციის სახლი 11. თბილისის ვარკეთილის იუსტიციის სახლი 12. თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლი 13. თელავის იუსტიციის სახლი 14. თიანეთის იუსტიციის სახლი 15. ლაგოდეხის იუსტიციის სახლი 16. მარნეულის იუსტიციის სახლი 17. მარტვილის იუსტიციის სახლი 18. მესტიის იუსტიციის სახლი 19. ოზურგეთის იუსტიციის სახლი 20. ონის იუსტიციის სახლი 21. რუსთავის იუსტიციის სახლი 22. ფოთის იუსტიციის სახლი 23. სენაკის იუსტიციის სახლი 24. ქარელის იუსტიციის სახლი 25. ქუთაისის იუსტიციის სახლი 26. ყაზბეგის იუსტიციის სახლი 27. ყვარლის იუსტიციის სახლი 28. წყალტუბოს იუსტიციის სახლი 29. ხონის იუსტიციის სახლი |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები