"საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე" შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

"საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე" შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 31925
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 19/12/2022
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2022
ძალაში შესვლის თარიღი 20/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016690
31925
19/12/2022
ვებგვერდი, 23/12/2022
000000000.00.00.016690
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე" შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური
შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №31925

2022 წლის 19 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანების პირველი პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის დებულება“ თანდართული რედაქციით (დანართი №19).“.

2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული:

ა) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №2) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სტანდარტებისა და პროცედურების, გადასახადებით დაბეგვრასთან დაკავშირებით კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების მეთოდოლოგიისა ან/და ანალიტიკური დეპარტამენტებისათვის წარდგენას.“;

ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №7) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.  დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სტანდარტებისა და პროცედურების, გადასახადებით დაბეგვრასთან დაკავშირებით კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების მეთოდოლოგიისა ან/და ანალიტიკური დეპარტამენტებისათვის წარდგენას.“;

გ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №8) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის:

გ.ა) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) საგადასახადო შემოწმებების მომზადების, ჩატარების და მათი შედეგების შეფასების სტანდარტების თაობაზე წინადადებების შემუშავებას და მეთოდოლოგიის დეპარტამენტისთვის წარდგენას;“;

გ.ბ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) სტანდარტებისა და პროცედურების, გადასახადებით დაბეგვრასთან დაკავშირებით კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების მეთოდოლოგიისა ან/და ანალიტიკური დეპარტამენტებისათვის წარდგენას;“;

დ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №9) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სტანდარტებისა და პროცედურების, გადასახადებით დაბეგვრასთან დაკავშირებით კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების მეთოდოლოგიისა ან/და ანალიტიკური დეპარტამენტებისათვის წარდგენას.“;

ე) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის  შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №10) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.  დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სტანდარტებისა და პროცედურების, გადასახადებით დაბეგვრასთან დაკავშირებით კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების მეთოდოლოგიისა ან/და ანალიტიკური დეპარტამენტებისათვის წარდგენას.“;

ვ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №12):

ვ.ა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ4“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ4) კომპეტენციის ფარგლებში გადასახადებით დაბეგვრასთან დაკავშირებით კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების მეთოდოლოგიის დეპარტამენტისათვის ან/და ანალიტიკური დეპარტამენტისათვის წარდგენას;“;

ვ.ბ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) საბაჟო მეთოდოლოგიის სამმართველო;“;

ვ.გ) მე-8 მუხლის:

ვ.გ.ა) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის კ1“ ქვეპუნქტი:

„კ1) კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა უწყებიდან შემოსულ, ასევე უშუალოდ შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებულ და განსახილველად (შესათანხმებლად) შემოსული საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტებზე შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება;“;

ვ.გ.ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ.დ) მე-10 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი:

მუხლი 101. საბაჟო მეთოდოლოგიის სამმართველო

საბაჟო მეთოდოლოგიის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) იმპორტის გადასახდელის (იმპორტის გადასახადი, აქციზი და დამატებული ღირებულების გადასახადი) ადმინისტრირების პრაქტიკის შესწავლა და რეკომენდაციების, პროცედურული ან/და სიტუაციური სახელმძღვანელოების შემუშავება, ასევე შემუშავებული რეკომენდაციების, პროცედურული ან/და სიტუაციური სახელმძღვანელოების განახლება;

ბ) საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის პრაქტიკის შესწავლა და რეკომენდაციების, პროცედურული ან/და სიტუაციური სახელმძღვანელოების შემუშავება, ასევე შემუშავებული რეკომენდაციების, პროცედურული ან/და სიტუაციური სახელმძღვანელოების განახლება;

გ) იმპორტის გადასახდელზე შეღავათების გამოყენების პრაქტიკის შესწავლა, რეკომენდაციების, პროცედურული ან/და სიტუაციური სახელმძღვანელოების შემუშავება, ასევე შემუშავებული რეკომენდაციების, პროცედურული ან/და სიტუაციური სახელმძღვანელოების განახლება;

დ) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების მიერ საბაჟო ზედამხედველობის, საბაჟო ფორმალობების ან/და საბაჟო კონტროლის განხორციელების პროცედურული სახელმძღვანელოებისა და ტექნოლოგიური სქემების შემუშავება და აღნიშნულის ფარგლებში არსებული სიახლეების გაცნობა დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის;

ე) საბაჟო ზედამხედველობის, საბაჟო ფორმალობების ან/და საბაჟო კონტროლის  განხორციელების საუკეთესო საერთაშორისო (მათ შორის, ევროკავშირის) პრაქტიკისა და სტანდარტების გაცნობა, უცხოელი ექსპერტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების ანალიზი და დეპარტამენტის საქმიანობაში მათი დანერგვის მიზნით წინადადებების შემუშავება;

ვ) საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის ჩატარების პრაქტიკის შესწავლა და რეკომენდაციების, პროცედურული ან/და სიტუაციური სახელმძღვანელოების შემუშავება, ასევე შემუშავებული რეკომენდაციების, პროცედურული ან/და სიტუაციური სახელმძღვანელოების განახლება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო კანონმდებლობის პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება სხვადასხვა უწყებიდან ან სამსახურის/დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებიდან შემოსული წინადადებების (მათ შორის, სასამართლოს ან ფინანსთა სამინისტროს სისტემაში არსებული დავების განმხილველი ორგანოების გადაწყვეტილებებისა და შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული წინასწარი გადაწყვეტილებების მიხედვით მომზადებული წინადადებების) საფუძველზე და შესაბამისი მეთოდური მითითებისა და პროცედურული/სიტუაციური სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების მომზადება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

კ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“;

ვ.ე) მე-11 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ვ.ვ) მე-19 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) კომპეტენციის ფარგლებში მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;“;

ზ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №19):

ზ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის დებულება“;

ზ.ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) მეთოდოლოგიის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეული.“;

ზ.გ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. დეპარტამენტის ფუნქციები

მეთოდოლოგიის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) საგადასახადო ადმინისტრირების ერთიანი მეთოდოლოგიის შემუშავების უზრუნველყოფა, გადასახადებით დაბეგვრასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების (ინსტრუქციები, მეთოდური მითითებები და სხვა) პროექტების შემუშავება;

ბ) საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებების და პროცედურული/სიტუაციური სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება;

გ)  საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სამართლის სტანდარტებთან ჰარმონიზაციის მიზნით წინადადებების შემუშავება, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის/რეკომენდაციების ანალიზი და საგადასახადო კანონმდებლობაში მათი იმპლემენტაციის მიზნით წინადადებების მომზადება;

დ) შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების მიერ საგადასახადო კანონმდებლობის ნორმათა გამოყენების პრაქტიკის შესწავლა და რეკომენდაციებისა და მეთოდური მითითებების შემუშავება;

ე)  გადასახადის გადამხდელთა მომსახურების ხარისხის კონტროლი, მომსახურების ხარისხისა და პროცედურების ხარვეზების ანალიზი და მათ გაუმჯობესებაზე/აღმოფხვრაზე წინადადებების დამუშავება/შემუშავება და ხელმძღვანელობასთან წარდგენა;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის მიერ შემუშავებული პროგრამების შეფასება და მათი გაუმჯობესების მიზნით წინადადებების მომზადება;

ზ) კანონშესაბამისობის ღონისძიებების ხარისხის კონტროლის განხორციელება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

ი) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.“;

ზ.დ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსი (შემდგომში – დეპარტამენტის უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.“;

ზ.ე) მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ზ.ვ) მე-6 მუხლის:

ზ.ვ.ა) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ზ.ვ.ბ) მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საგადასახადო დავებთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების მეთოდური უზრუნველყოფა;“.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 20 დეკემბრიდან.

 

სამსახურის უფროსი                                                       ლევან კაკავა