„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 ივნისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 ივნისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები ხულოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/12/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.136.016402
30
23/12/2022
ვებგვერდი, 27/12/2022
010250000.35.136.016402
„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 ივნისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხულოს მუნიციპალიტეტი
 

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №30

2022 წლის 23 დეკემბერი

დაბა ხულო

 

„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 ივნისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი 63-ე მუხლის  საფუძველზე  ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 ივნისის №15 დადგენილების დანართში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. დანართის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. საბჭოს შემადგენლობაში თავმჯდომარისა და მოადგილის გარდა, (გადაწყვეტილების მიღების ხმის უფლებით) შედიან:

ა) ხულოს  მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სტიქიით დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;

ბ) ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა  და ინფრასტრუქტურის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;

გ) ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის  სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;

დ) ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის  საფინანსო სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;

ე) ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის იურიდიული განყოფოლების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;

ვ) მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი გენდერულ საკითხებში;

ზ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების 5 (ხუთი) წარმომადგენელი, რომელსაც ამტკიცებს  ხულოს მუნიციპალიტეტის  მერი.“

2. დანართის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,10. საბჭოს სხდომები იმართება სამ თვეში ერთხელ ან საჭიროებისამებრ.“

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერენარ ბოლქვაძე