დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 583 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 20/12/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/12/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 190040000.10.003.023794 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 11/02/2013, 190040000.10.003.017184) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის 37 მუხლი:
„მუხლი 37. მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი შესაბამისი ღონისძიებები 1. შესაბამისი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე საქართველოს მთავრობის მიერ ამ დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული თანხის განსაზღვრის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტები უფლებამოსილნი არიან, ამ წესით გათვალისწინებული რეგულაციების ეფექტიანი განხორციელების მიზნით განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის, განახორციელონ მიმდინარე საბიუჯეტო წელს პროექტების წარდგენა და სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების დაწყება, მომდევნო საბიუჯეტო წლისათვის პროექტების განხორციელების მიზნით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტში თანადაფინანსების გათვალისწინება. 2. ამ დადგენილებით გათვალისწინებული რეგულაციების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, ამავე დადგენილებით განსაზღვრული უწყებები უფლებამოსილნი არიან, შესაბამისი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები, გარდა შესაბამისი თანხების გადარიცხვისა.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები