„მოსახლეობის განვითარების ეროვნული საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 მაისის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მოსახლეობის განვითარების ეროვნული საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 მაისის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 581
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/12/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 300010000.10.003.023792
581
20/12/2022
ვებგვერდი, 21/12/2022
300010000.10.003.023792
„მოსახლეობის განვითარების ეროვნული საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 მაისის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №581

2022 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„მოსახლეობის განვითარების ეროვნული საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 მაისის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მოსახლეობის განვითარების ეროვნული საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 მაისის  №221 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/05/2018, 300010000.10.003.020536) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შეიქმნას მოსახლეობის განვითარების ეროვნული საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

ა)  საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე;

ბ) საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი,  საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

დ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი;

ე) საქართველოს ფინანსთა მინისტრი;

ვ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;

ზ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი;

თ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი;

ი) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი;

კ) საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი;

ლ) საქართველოს იუსტიციის მინისტრი;

მ) საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის  კომიტეტის თავმჯდომარე;

ნ) საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;

ო) საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე;

პ) საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე;

ჟ) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე;

რ) საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე;

ს) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე;

ტ) სახელმწიფო რწმუნებული, რომლის სამოქმედო ტე­რიტორია მოიცავს ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლა­გო­დე­ხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების ადმი­ნისტ­რაციულ საზღვრებს;

უ) სახელმწიფო რწმუნებული, რომლის სამოქმედო ტე­რი­ტორია მოიცავს ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნე­უ­ლის, წალკის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრა­ცი­ულ საზღვრებს;

ფ) სახელმწიფო რწმუნებული, რომლის სამოქმედო ტე­რიტორია მოიცავს ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტ­რე­დი­ის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნი­ცი­პა­­ლიტეტებისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ სა­ზ­ღვ­რებს;

ქ) სახელმწიფო  რწმუნებული, რომლის სამოქმედო ტე­რი­ტორია მოიცავს ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპა­ლი­ტ­ეტების ადმინისტრაციულ საზღვრებს;

ღ) სახელმწიფო რწმუნებული, რომლის სამოქმედო ტე­რი­­ტორია მოიცავს აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხო­რო­წყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინ­ის­ტ­რაციულ  საზღვრებს;

ყ) სახელმწიფო რწმუნებული, რომლის სამოქმედო ტე­რი­ტორია მოიცავს ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნი­ციპა­ლი­ტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებს;

შ) სახელმწიფო რწმუნებული, რომლის სამოქმედო ტე­რი­ტორია მოიცავს გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპა­ლი­ტე­ტე­ბის ადმინისტრაციულ საზღვრებს;

ჩ) სახელმწიფო რწმუნებული, რომლის სამოქმედო ტე­რი­ტორია მოიცავს დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპა­ლი­ტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებს;

ც) სახელმწიფო რწმუნებული, რომლის სამოქმედო ტერი­ტორია მოიცავს ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯო­მი­სა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებს;

ძ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი;

წ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი;

ჭ) შესაბამისი სფეროს ექსპერტი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი