დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შპს „თიბისი კაპიტალ ესეთ მენეჯმენტის“ აქტივების მმართველ კომპანიად ლიცენზირების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2021 წლის 30 აგვისტოს №256 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 516 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 15/12/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/12/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
„შპს „თიბისი კაპიტალ ესეთ მენეჯმენტის“ აქტივების მმართველ კომპანიად ლიცენზირების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2021 წლის 30 აგვისტოს №256 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63ე მუხლისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 28 იანვრის №13/04 ბრძანების საფუძველზე:
1. „შპს „თიბისი კაპიტალ ესეთ მენეჯმენტის“ აქტივების მმართველ კომპანიად ლიცენზირების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2021 წლის 30 აგვისტოს №256 განკარგულებაში შევიდეს ცვლილებები და განკარგულების: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შპს „თიბისი აქტივების მართვის“ აქტივების მმართველ კომპანიად ლიცენზირების თაობაზე“; ბ) განკარგულების 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გაიცეს შპს „თიბისი აქტივების მართვაზე“ (ს/ნ: 402184159) აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობის ლიცენზია;”. 2. აღნიშნული განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში. 3. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. 4. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები