„ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 30813
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 07/12/2022
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016689
30813
07/12/2022
ვებგვერდი, 21/12/2022
000000000.00.00.016689
„ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №30813

2022 წლის 7 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ და „უ“ ქვეპუნქტების, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს 1114 პუნქტები შემდეგი შინაარსით:

„11. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესზე გადასახადის გადამხდელის ნებაყოფლობით გადაყვანა შესაძლებელია განხორციელდეს:

ა) სრულად;

ბ) ნაწილობრივ;

12. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალურ წესზე გადასახადის გადამხდელის სრულად გადასვლისას, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის სპეციალური წესი ვრცელდება მის მიერ გამოწერილ ყველა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაზე.

13. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალურ წესზე გადასახადის გადამხდელის ნაწილობრივ გადასვლისას, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის სპეციალური წესი გავრცელდება მხოლოდ მის მიერ შერჩეულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაზე.

14. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოყენების სპეციალურ წესზე გადასახადის გადამხდელის ნაწილობრივ გადაყვანა შესაძლებელია განხორციელდეს ნებაყოფლობით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ გადასახადის გადამხდელი სრულად გადასულია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოყენების სპეციალურ წესზე.“.

2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს 31 პუნქტი შემდეგი შინაარსით:

„31. თუ გადასახადის გადამხდელი ნაწილობრივ სარგებლობს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოყენების სპეციალური წესით და ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დაუფიქსირდება დავალიანება, გადასახადის გადამხდელი სრულად გადავა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოყენების სპეციალურ წესზე.“.

3. მე-3 მუხლს დაემატოს მე-7 პუნქტი შემდეგი შინაარსით:

„7. სეს ესნ-ის მე-10, მე-11 და მე-12 ჯგუფებით გათვალისწინებული საქონლის შეძენისას მიმღები (მყიდველი) უფლებამოსილია მიმწოდებელს (გამყიდველს) მოსთხოვოს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელზეც ვრცელდება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესი.

4. მე-4 მუხლს დაემატოს მე-6 პუნქტი შემდეგი შინაარსით:

„6. თუ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის შესაბამისად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გააქტიურებულია ავტომატურად, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებლის (გამყიდველის) საგადასახადო შემოწმების შედეგების გათვალისწინებით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაუქმების ან/და მიმღებისთვის (მყიდველისთვის) დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გაუქმების (აღდგენის) შემთხვევაში, მიმღები (მყიდველი) უფლებამოსილია შემოსავლების სამსახურს მიმართოს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული შესაბამისი დღგ-ის თანხის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის მიზნით.“.

5. მე-6 მუხლის „გ“ ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მიიღოს გადაწყვეტილება ამ მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე ერთობლივად ან ცალ-ცალკე.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის უფროსი                                                                                        ლევან კაკავა