დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს კანონის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის №596 ბრძანებულების შესაბამისად დამტკიცდეს „ახალი ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებების გაყიდვის წესები“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 137/67 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრი |
მიღების თარიღი | 19/12/1996 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 06/01/1997 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 25/10/2006 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000180.01(2).000.000182 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (06/01/1997 - 23/10/2006)
|
საქართველოს კანონის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის
№
596 ბრძანებულების
შესაბამისად დამტკიცდეს „ახალი ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებების გაყიდვის წესები“
|
1. წინამდებარე წესები შემუშავებულია საქართველოს კანონის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ შესაბამისად და განსაზღვრავს ძირითად მოთხოვნებს, რომლებიც წარედგინებათ ახალი ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებების გამყიდველებს, ასევე მათ დამამზადებლებს გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად მფლობელის მოთხოვნის შესაბამისად.
2. ახალმა ავტომანქანებმა, მოტოციკლებმა, მისაბმელებმა გაყიდვამდე უნდა გაიარონ წინასაგაყიდვო მომზადება დამამზადებლის მიერ მთელი რიგი სამუშაოთა ჩატარების შესაბამისად. ასეთი მომზადება ხდება გამყიდველის ან საწარმოს მიერ, რომლებიც ასრულებენ აღნიშნულ მოთხოვნებს გამყიდველთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. სასერვისო წიგნში ან მის შემცვლელ სხვა დოკუმენტში შეიტანება აღნიშვნა ასეთი მომზადების ჩატარების შესახებ, დოკუმენტში მითითებული აღნიშვნის არ არსებობის შემთხვევაში ავტომანქანა, მოტოციკლეტი და მისაბმელი არ ექვემდებარება გაყიდვას. 3. გამყიდველმა უნდა მისცეს მყიდველს შესაძლებლობა ნაყიდის გაფორმებამდე შეამოწმოს ავტომოტოსატრანსპორტო საშუალების წინასაგაყიდვოდ მომზადების შესრულებული სამუშაოს ხარისხი, მისი კომპლექტურობა, აგრეთვე გაეცნოს მოვლისა და ექსპლუატაციის ინსტრუქციას. ახალი საზღვარგარეთული წარმოების ავტომოტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის სახელმძღვანელო უნდა ითარგმნოს ქართულ ენაზე დამატებითი ანაზღაურების გარეშე. 4. გამყიდველმა უნდა აღმოუჩინოს მყიდველს კვალიფიციური დახმარება ავტომოტოსატრანსპორტო საშუალების ამორჩევისას, გააცნოს მყიდველს გაყიდვაში არსებული საშუალებათა მარკები და მოდელები. ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებები ენდა განლაგდეს სავაჭრო დარბაზში ან სხვა, რეალიზაციისათვის მოსახერხებელ ადგილას ისე, რომ მყიდველს ჰქონდეს მათთან თავისუფალი მისვლის საშუალება დასათვალიერებლად. გამყიდველს შეუძლია შესთავაზოს მყიდველს დამატებითი მომსახურების მთელი კომპლექსი (ავტომანქანათა შენახვა, ბენზინით გამართვა და სხვა). 5. მიყიდულ ავტომანქანაზე, მოტოციკლზე, მისაბმელზე გამყიდველმა უნდა მისცეს მყიდველს: სასერვისო წიგნი, ინსტრუქცია მოვლისა და ექსპლუატაციის შესახებ, სასაქონლო (საკასო) ჩეკი ან სხვა დოკუმენტი, რომელიც და ადასტურებს ფულის მიღების ფაქტს საბანკო დაწესებულების საშუალებით უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ინსტრუმენტთა ნაკრები, რომელიც შედის ავტომოტოსატრანსპორტო საშუალების კომპლექტში, თუ ასეთი ნაკრები გათვალისწინებულია დამამზადებლის მიერ, ასევე დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საკუთრების უფლებას ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებებზე (აგრეგატებზე) და საჭიროა ამ საშუალებების (აგრეგატების) რეგისტრაციისათვის სათანადო სახელმწიფო ორგანოებში. ნომრიანი აგრეგატის (ძრავა, ძარა, ჩარჩო) გაყიდვის შემთხვევაში მყიდველს მიეცემა: დამამზადებლის მიერ გათვალისწინებული ტექნიკური დოკუმენტაცია (აღწერა) სასაქონლო (საკასო) ჩეკი ან სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ფულის მიღების ფაქტს. საბანკო დაწესებულებების საშუალებით უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ასევე დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უფლებას ამ აგრეგატზე და საჭიროა მისი რეგისტრაციისათვის სათანადო სახელმწიფო ორგანოებში. 6. ნაყიდ ახალ ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მყიდველს გადახდილი თანხა უბრუნდება არა უგვიანეს 5 დღისა. 7. ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებებზე დამამზადებლის გარანტია მოქმედებს იმ დროის განმავლობაში, რომელიც დადგენილია ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტით ან განსაზღვრული რაოდენობის კილომეტრების გარბენით. საგარანტიო ვადის ათვლა იწყება ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებათა მყიდველისათვის მიყიდვის დღიდან. 8. გაყიდული ავტომანქანები, მოტოციკლები, მისაბმელები, ნომრიანი აგრეგატები, მათში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, რომელიც არ იყო გამყიდველის მიერ მითითებული დაფარული საწარმოო დეფექტის არსებობის შემთხვევაში საგარანტიო დროის პერიოდში, მფლობელის არჩევით შეიძლება შეიცვალოს ახალი ანალოგიური მოდელით ან სხვა მოდელით შესასყიდი ფასის სათანადო გადაანგარიშებით ან მათში არსებული ხარვეზები უსასყიდლოდ უნდა იქნეს აღმოფხვრილი ან შემცირდეს შესასყიდი ფასი. მფლობელს შეუძლია აგრეთვე დაარღვიოს ხელშეკრულება (შეთანხმება) ყიდვა-გაყიდვის შესახებ და მოითხოვოს ზარალის ანაზღაურება მითითებული მოთხოვნები წარედგინება ავტომოტოსატრანსპორტო საშუალების გამყიდველს. ხარვეზების უსასყიდლოდ აღმოფხვრის ან მათ აღმოსაფხვრელად ხარჯების ანაზღაურების ან სხვა ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებით შეცვლის მოთხოვნები მფლობელმა შეიძლება წარუდგინოს საქონლის დამამზადებელს. ამ მოთხოვნათა ნაცვლად მფლობელს შეუძლია დაუბრუნოს დამამზადებელს გაუმართავი ავტომოტოსატრანსპორტო საშუალება და მოითხოვოს მასზე გადახდილი თანხის დაბრუნება. გამყიდველმა, დამამზადებელმა შეიძლება შექმნან საწარმო, რომელიც უფლებამოსილი იქნება შეასრულოს მათი ფუნქციები ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელის მოთხოვნების (აღმოჩენილი ხარვეზების) დასაკმაყოფილებლად, აგრეთვე დადონ ხელშეკრულება სხვა საწარმოებთან ამ მიზნებისათვის (შემდგომში - საწარმო, რომელიც მათ ფუნქციებს შეასრულებს). აღნიშნულ პუნქტში ჩამოთვლილ მოთხოვნათა წარდგინების ვადის დასაწყისად ითვლება გამყიდველის, დამამზადებლის მიერ (საწარმოს მიერ, რომელიც ასრულებს მათ ფუნქციებს) მფლობელის პირადი განცხადების რეგისტრაციის დღე. 9. ახალ ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებებში აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრა ხდება შემდეგ ვადებში: დამამზადებლის (საწარმოს, რომელიც ასრულებს მის ფუნქციას) მიერ არაუგვიანეს 10 დღისა, იმ მომენტიდან, როცა ავტომოტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი წარუდგენს მოთხოვნას ხარვეზების აღმოსაფხვრელად; სავაჭრო საწარმოს (საწარმოს, რომელიც ასრულებს მის ფუნქციას) მიერ არაუგვიანეს 20 დღისა - იმ მომენტიდან, როცა წარედგინება მოთხოვნა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. 10. ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებაში ხარვეზების აღმოფხვრის შემთხვევაში საგარანტიო ვადა, დაწესებული ქარხანა-დამამზადებლის მიერ, გაგრძელდება იმ დროით, რომლის დროსაც სატრანსპორტო საშუალება არ იყო ხმარებაში. აღნიშნული დრო აითვლება მფლობელის მიერ მიმართვის დღიდან მოთხოვნით ხარვეზების აღმოსაფხვრელად და იწურება ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებათა რემონტიდან მიღების მომენტისათვის. 11. ხარვეზიანი ავტომოტოსატრანსპორტო საშუალების შეცვლა გამყიდველის, დამამზადებლის მიერ (საწარმო - რომელიც ასრულებს მათ ფუნქციებს) ხდება დაუყოვნებლლივ საჭიროების შემთხვევაში ხარისხის დამატებითი შემოწმებისას -მფლობელის მიერ მოთხოვნის მომენტიდან 20 დღის ვადაში. თუ გამყიდველის დამამზადებლის (საწარმოს რომელიც ასრულებს მათ ფუნქციებს) შეცვლის მოთხოვნის დროს არა აქვს შესაბამისი ავტომოტოსატრანსპორტო საშუალება, მათ უნდა შეუცვალონ მყიდველს - ერთი თვის ვადაში. ავტომოტოსატრანსპორტო საშუალების შეცვლისას საგარანტიო ვადა აითვლება თავიდან, მყიდველისათვის მისი გადაცემის მომენტიდან (დღიდან). 12. ხარვეზების აღმოჩენისას წარმოშობილი უთანხმოების დროს გამყიდველი, დამამზადებელი (საწარმო, რომელიც მათ ფუნქციებს ასრულებს) ავტომოტოსატრანსპორტო საშუალების პატრონის მიმართვის ადგილმდებარეობის მიხედვით ადგენს საექსპერტო კომისიას. კომისიის შემადგენლობაში შედის: დამამზადებლის წარმომადგენელი, მომხმარებელთა საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი ან სხვა დაინტერესებული პირი. მფლობელს უფლება აქვს დაესწროს ესპერტიზას. კომისიას შეუძლია არ განიხილოს მფლობელის მოთხოვნა, რომელიც გამოწვეულია ხარვეზის წარმოქმნით: ა) თუ მფლობელი არ იცავდა ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებათა ექსპლუატაციის ქარხნული ინსტრუქციას, მათ შორის ინსტრუქციაში მითითებული საექსპლუატაციო მასალების გამოყენებას; ბ) თუ ავტომოტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანება გამოწვეულია ავარიის შედეგად, რომელიც არ არის განპირობებული ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური გაუმართაობით; გ) თუ კვანძები და აგრეგატები დაშალა მფლობელმა ან გაუკეთა ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებას რემონტი ისე, რომ არ წარუდგინა ავტომოტოსატრანსპორტო საშუალება საგარანტიო რემონტის პუნქტს ან ქარხნის წარმომადგენელს ადგილზე; დ) თუ ავტომოტოსარტანსპორტო საშუალების მფლობელის მიერ მასში მოხდა კონსტრუქციული ცვლილებები; ე) თუ ავტომოტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის ინიციატივით ან თავისი ძალებით მოხდა სტანდარტული კვანძებისა და დეტალების დემონტაჟი და დამონტაჟებული იქნა სხვა დეტალები და კვანძები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციით; ვ) არასპორტული დანიშნულების ავტომოტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენების შემთხვევაში რბოლებსა და შეჯიბრებებში ქარხანა-დამამზადებლებთან შეუთანხმებლად. ნაკლოვანებათა აღმოფხვრა, რომლებიც წარმოქმნილია ამ პუნქტში ჩამოთვლილი მიზეზებით, ხდება საერთო წესების საფუძველზე. 13. ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებების მიტანა რემონტის, ჩამოფასების ან მყიდველისათვის დასაბრუნებლად ხორციელდება უსასყიდლოდ გამყიდველის, დამამზადებლის (საწარმოს მიერ, რომელიც ახორციელებს მათ ფუნქციებს) მიერ. ამ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში გამყიდველი, დამამზადებელი (საწარმო, რომელიც ასრულებს მათ ფუნქციებს) ვალდებულია აუნაზღაუროს ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელს ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია საქონლის მიტანასა და დაბრუნებასთან. 14. ექსპერტიზის ჩატარების ხარჯებს, აგრეთვე ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდებისა და დაბრუნების ხარჯებს რემონტის, ჩამოფასებისა და შეცვლისათვის იხდის გამყიდველი, დამამზადებელი (საწარმო, რომელიც ასრულებს მათ ფუნქციებს), თუ არ დამტკიცდა, რომ ხარვეზები წარმოიქმნა მფლობელის მიერ. 15. ვადის ყოველ გადაცილებულ დღეზე, რომელიც მითითებულია წესების მე-11 და მე-13 პუნქტებში გამყიდველი, დამამზადებელი (საწარმო, რომელიც ასრულებს მათ ფუნქციებს) უხდის მფლობელს პირგასამტეხლოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით. 16. გაუმართავი ავტომოტოსატრანსპორტო საშუალების ამავე მოდელის ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებით შეცვლის შემთხვევაში, როცა ფასი შეცვლილია, ღირებულებების გადაანგარიშება არ ხდება, ხოლო სხვა მოდელით შეცვლის შემთხვევაში, ფასის გაზრდის დროს, ფასის გადაანგარიშება ხდება შეცვლის დღეს მოქმედი ფასის საფუძველზე. 17. საგარანტიო ვადის გასვლის შემთხვევაში ხარვეზების აღმოფხვრა ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებებზე ხორციელდება საქართველოს კანონით „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად. 18. წინამდებარე წესები არ ვრცელდება ავტომობილებით, ავტომისაბმელებით, მოტოციკლეტებით და სხვა სატრანსპორტო საშუალებებით საკომისიო ვაჭრობაზე. ის რეგულირდება არასასურსათო საქონლით საკომისიო ვაჭრობის წესებით. 19. გამყიდველის, დამამზადებლის (საწარმოს, რომელიც ასრულებს მათ ფუნქციებს), მიერ ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებების გაყიდვის წესების დარღვევისას, მყიდველ შეუძლია გაასაჩივროს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 20. ახალი ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებების გამყიდველი ვალდებულია მისცეს მყიდველს შესაძლებლობა გაეცნოს წინამდებარე წესების ძირითად დებულებებს, მათი მყიდველისათვის თვალსაჩინო და ხელმისაწვდომ ადგილზე გამოკვრის საშუალებით. 21. წინამდებარე წესების დაცვაზე კონტროლს ახორციელებენ აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები თავიაანთი კომპეტენციის ფარგლებში. „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის თანახმად, მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესრულების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ანტიმონოპოლიური სამსახური. წინამდებარე წესების შესრულების მიზნით მაკონტროლებელმა ორგანოებმა შეიძლება მოიწვიონ შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტები, მომხმარებელთა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. გამყიდველი ვალდებულია აღმოუჩინოს თანადგომა შემოწმების ჩატარებაში და მიიღოს ზომები ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ვ. პაპავა საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი კ. ზალდასტანიშვილი
|
დოკუმენტის კომენტარები