ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლების სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლების სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-121. 121223501
დოკუმენტის მიმღები ასპინძის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/12/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.140.016001
გ-121. 121223501
16/12/2022
ვებგვერდი, 21/12/2022
000000000.00.140.016001
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლების სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ
ასპინძის მუნიციპალიტეტი

 

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო

  განკარგულება №გ-121. 121223501

2022 წლის 16 დეკემბერი

ქ. თბილისი

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლების სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის ,,გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-8 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 01 ივნისის 239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“) ქვეპუნქტის შესაბამისად,

1. განხორციელდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლების სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდება, თანდართული დანართების შესაბამისად.

2. განკარგულება, მიღებიდან 10 დღის ვადაში, რეაგირებისათვის გადაეგზავნოს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

3. განკარგულება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში.

 4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ახალციხის რაიონულ  სასამართლოში (ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქ. №60ა).

 

თავმჯდომარე                           ბესიკი ბერიძე