დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 579 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/12/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/12/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 22/12/2022 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.023790 |
|
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წელი, №134, მუხლი 1479) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის:
1. „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გენერალური დირექტორატი, რომლის შემადგენლობაში შედის: ბ.ა) ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა, კომპეტენციის ფარგლებში, ნატოში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა და კოორდინირება; ქვეყნის ნატოში გაწევრიანების პოლიტიკის ჩამოყალიბება და წარმართვა; სტრატეგიულ-კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებული საქმიანობის ხელშეწყობა, კოორდინაცია და მონიტორინგი, მათთან მჭიდრო თანამშრომლობით; საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამის შემუშავება და მისი იმპლემენტაციის კოორდინაცია და მონიტორინგი; ნატოში საქართველოს წარმომადგენლობასთან, ნატოს წევრ ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისთან, საქართველოში ნატოს საკონტაქტო საელჩოსა და საქართველოში ნატოს წევრი და კანდიდატი სახელმწიფოების დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე აქტიური თანამშრომლობა; ნატო-საქართველოს კომისიის მუშაობის კოორდინირება; საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კომისიის სამდივნოს ფუნქციების განხორციელება; ბ.ბ) უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებისა და შეიარაღებაზე კონტროლის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებთან დაკავშირებულ გარემოებათა ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება; უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრასა და ჩამოყალიბებაში მონაწილეობა; უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებული ეროვნული დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობა; თანამშრომლობითი უსაფრთხოების სისტემაში ქვეყნის ჩართულობის ხელშეწყობა; შეიარაღების კონტროლის, მასობრივი განადგურების იარაღის, გაუვრცელებლობისა და განიარაღების მიმართულებით საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებისა და მონიტორინგის უზრუნველყოფა. შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ინიციატივებში თანამშრომლობის უზრუნველყოფა, ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოტრეფიკინგის, ტრეფიკინგის თემატიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობა, ჰიბრიდული საფრთხეებისა და გამოწვევების კვლევა, ანალიზი და ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა; კიბერუსაფრთხოებისა და კიბერდიპლომატიის თემატიკაზე მუშაობა და ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა; კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და აღნიშნულ ორგანიზაციებთან არსებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და მისიებთან თანამშრომლობა და ამ მიმართულებით საქართველოს სხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლობის კოორდინაცია; გ) ევროკავშირის გენერალური დირექტორატი, რომლის შემადგენლობაში შედის: გ.ა) ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა ევროკავშირის დახმარების კოორდინაცია; საქართველო-ევროკავშირის ასოციირების შეთანხმების შესრულების მონიტორინგი/კოორდინაცია და სექტორული ინტეგრაციის ხელშეწყობა; ასოციირების ხელშეკრულების ფარგლებში ეკონომიკური და სექტორული თანამშრომლობის ქვეკომიტეტების კოორდინაცია; ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სამდივნოს ფუნქციის შესრულება; გ.ბ) ევროინტეგრაციის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე პოლიტიკის დაგეგმვა და ანალიზი; ევროკავშირთან საქართველოს ღრმა პოლიტიკური ასოციირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა; ევროკავშირთან ინტეგრაციის გაღრმავებისათვის ახალი პლატფორმების ძიება; ევროკავშირთან საქართველოს თანმიმდევრული და სრული ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა და კოორდინაცია; ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობა; ამ მიზნით, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, საქართველოს სხვადასხვა უწყებასა და ორგანიზაციასთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა; საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგის განვითარება; საქართველო-ევროკავშირის ასოციირების შეთანხმებისა და ასოციირების დღის წესრიგის განხორციელების ხელშეწყობა; ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობა; საქართველო-ევროკავშირის ასოციირების საბჭოს სამდივნოს ფუნქციის შესრულება; დ) ევროპის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა ევროპისა და მეზობელ ქვეყნებთან საქართველოს პარტნიორული, მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის განვითარება, ევროპისა და მეზობელ ქვეყნებთან პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო-პოლიტიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის ხელშეწყობა; ამ მიზნით, ევროპისა და მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებათა შესწავლის საფუძველზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;“. 2. „ჟ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 22 დეკემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები