დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სპეციალური ნებართვის გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 31 მარტის №70 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 286 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 21/12/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/12/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310050000.54.066.016284 |
|
„სპეციალური ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 31 მარტის №70 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სპეციალური ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 31 მარტის №70 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 310050000.54.066.016219, 02/04/2021) დამტკიცებულ „სპეციალური ნებართვის გაცემის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-40 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. ექსპლუატანტი უფლებამოსილია, მოითხოვოს სპეციალური ნებართვის მიღება, მხოლოდ კონკრეტული სახიფათო ტვირთების გადასაზიდად (მაგ., მშრალი ყინული, B კატეგორიის ბიოლოგიური ნივთიერებები, ექსპლუატანტის ტვირთი (COMAT) და გათავისუფლებული ოდენობის სახიფათო ტვირთები).“. 2. 41-ე მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) შეიმუშაოს ისეთი საექსპლუატაციო პროცედურები ფრენის შესრულების სახელმძღვანელოში, რომელთა მეშვეობითაც საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის ყველა ეტაპზე უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა. აღნიშნული პროცედურები უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციასა და ინსტრუქციებს:“; ბ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. მე-10 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები