დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ფინანსთა მინისრტის 2002 წლის 29 აგვისტოს №269 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულეებაში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 494 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/09/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 113, 01/10/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/10/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.250.000.11.117.006.100 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.11.117.006.100
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №494
2003 წლის 30 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 29 აგვისტოს №269 ბრძანებით დამტკიცებულ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №567 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ი” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 29 აგვისტოს №269 ბრძანებით დამტკიცებულ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:
1. დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ხ1” ქვეპუნქტი:
„ხ1) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებას. აწარმოებს მოკვლევას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მის კომპეტენციას მიკუთვნებულ დანაშაულის საქმეებზე.”.
2. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეებს (გარდა საბაჟო დეპარტამენტის ოპერატიული სამსახურის საჯარო მოსამსახურეებისა), განსაზღვრავს მათი პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხებს, ახორციელებს მათ მიმართ წახალისებასა და დისციპლინურ ზემოქმედებას. საბაჟო დეპარტამენტის ოპერატიული სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.”
3. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „ო” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ო) ოპერატიული სამსახური”.
4. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 163 მუხლი:
,,მუხლი 163. ოპერატიული სამსახური
ოპერატიული სამსახური მისი სტრუქუტურული ქვედანაყოფების მეშვეობით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
1. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელებას საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენის, თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით.
2. აწარმოებს მოკვლევას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მის კომპეტენციას მიკუთვნებულ დანაშაულთა საქმეებზე.
3. საბაჟო სფეროში სამართალდარღვევათა ჩამდენი პირის ან პირების გამოვლენას, დადგენასა და დაკავებას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საბაჟო დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში საქმის წაროებასა და გადაწყვეტილების მიღებას.
4. საბაჟო დეპარტამენტისა და მისდამი ქვემდებარე საბაჟო ორგანოების თანამშრომლების უსაფრთხოებასა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მათი დანაშაულებრივი ხელყოფისაგან დაცვას.
5. საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ანალიზის საფუძველზე დარღვევათა ხელშემწყობი პირობების გამოვლენას.
6. ოპერატიული ინფორმაციის დამუშავებასა და შესაბამისი მონაცემთა ბაზის შექმნას.
7. საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით გადაადგილების აღკვეთას.
8. „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა ან/და სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელებას.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2003 წლის 1 ოქტომბრიდან.
მ. გოგიაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები