დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2020 წლის 2 ნოემბრის №95 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 64 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 23/12/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/12/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2023 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130000000.63.075.016150 |
|
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2020 წლის 2 ნოემბრის №95 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2020 წლის 2 ნოემბრის №95 ბრძანებაში (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 02/11/2020, სარეგისტრაციო კოდი: 130000000.63.075.016130) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესდების:
1) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. ცენტრის ძირითადი სტრუქტურული ერთეულები ცენტრის ძირითადი სტრუქტურული ერთეულებია: სასწავლო მთავარი სამმართველო და შეფასებისა და გამოცდების სამმართველო.“; 2) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. სასწავლო მთავარი სამმართველო სასწავლო მთავარი სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) შეიმუშავებს სამსახურის მოსამსახურეებისთვის სპეციალური პროფესიული მომზადების, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებს და წარუდგენს ცენტრის უფროსს დასამტკიცებლად; ბ) უზრუნველყოფს სამსახურის მოსამსახურეთა სპეციალურ პროფესიული მომზადების, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებისთვის სასწავლო და საგამოცდო პროცესების ორგანიზებას, ჩატარებას და სწავლა-სწავლების ხარისხის მართვას; გ) ფსიქოლოგთა ჯგუფის მეშვეობით ახდენს მსმენელთა ტესტირებას, ფსიქოლოგიურ შეფასებასა და ფსიქოლოგიური პროფილების მომზადებას; დ) უზრუნველყოფს ცენტრის ინსტრუქტორთა შერჩევას, შეფასებას და პროფესიულ განვითარებას; ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უზრუნველყოფს სამსახურის მოსამსახურეთა ნორმატივების ჩაბარების პროცედურებს, ფიზიკურ მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაში; ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უზრუნველყოფს სამსახურის მოსამსახურეთა ატესტაციას და შეფასებას; ზ) ხელშეკრულების ან/და შესაბამისი მემორანდუმის საფუძველზე სხვა უწყებებისთვის უზრუნველყოფს სპეციალური პროფესიული მომზადების და გადამზადების სასწავლო პროგრამების ორგანიზებას; თ) ცენტრის ადმინისტრაციის კოორდინაციით, შეიმუშავებს და ახორციელებს პროექტებს საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით და უზრუნველყოფს აღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებულ ანგარიშგებას; ი) ახორციელებს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“; 3) მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ინსტრუქტორები წარმართავენ სპეციალურ პროფესიულ სწავლებას და არიან სასწავლო მთავარი სამმართველოს დაქვემდებარებაში.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები