შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იზიკრედ ჯორჯია"-ს (ს/კ 205267584) ლიკვიდატორი

შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იზიკრედ ჯორჯია"-ს (ს/კ 205267584) ლიკვიდატორი
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იზიკრედ ჯორჯია"
მიღების თარიღი 19/12/2022
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/12/2022
სარეგისტრაციო კოდი
0
19/12/2022
ვებგვერდი, 20/12/2022
შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იზიკრედ ჯორჯია"-ს (ს/კ 205267584) ლიკვიდატორი
შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იზიკრედ ჯორჯია"
 

 

შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იზიკრედ ჯორჯიას“ (ს/კ 205267584) ლიკვიდატორის  განცხადება

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2022 წლის 29 ნოემბრის №481 განკარგულებით, დაიწყო შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იზიკრედ ჯორჯიას“ ლიკვიდაციის პროცესი. ამავე განკარგულების საფუძველზე ლიკვიდატორად დაინიშნა გიორგი ნაროუშვილი (პირადი ნომერი 19001028319).

პირებმა, რომლებსაც გააჩნიათ რაიმე სახის მოთხოვნა შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იზიკრედ ჯორჯიას“ მიმართ, წინამდებარე წერილის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში უნდა მიმართონ შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იზიკრედ ჯორჯიას“ ლიკვიდატორს გიორგი ნაროუშვილს (პ/ნ 19001028319) შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მიცკევიჩის №64, საკონტაქტო ტელ: 568 16 17 26, და წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტები:

ფიზიკური პირების შემთხვევაში:

-  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

-  ორგანიზაციის მიმართ არსებული მოთხოვნის ოდენობა და მოთხოვნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

-   საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

იურიდიული პირის შემთხვევაში:

-   ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

- ორგანიზაციის მიმართ არსებული მოთხოვნის ოდენობა და მისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

-   საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

ლიკვიდატორი   გიორგი ნაროუშვილი